„ეს იყო შოკისმომგვრელი...“ – უენტოურთ მილერს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს

© Photo: Wentworth Miller / FBუენთუორთ მილერი
უენთუორთ მილერი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
უენტოურთ მილერი, რომელმაც საზოგადოება 2013 წელს მოულოდნელი განცხადებით გააოგნა იმის შესახებ, რომ გეია, აცხადებს, რომ აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. მსახიობი უენტუორთ მილერი აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ Prison Break-ის ვარსკვლავი სოციალურ ქსელ Instagram-ზე წერს.
ახალშობილი და უფროსი ძმა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2020
მსოფლიო დღეს
ხუთი წლის აუტისტმა ბიჭმა სამი წლის და გადაარჩინა, თავად კი დაშავდა - ვრცელდება ვიდეო
„ეს იყო შოკისმომგვრელი, მაგრამ არ იყო გასაკვირი. არის ისეთი რამ, რასაც არ შევცვლიდი. ვიღებ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა არის ჩემი პიროვნების ფუნდამენტი. წვლილი აქვს ყველაფერში, რისთვისაც მიმიღწევია”, – წერს მსახიობი.
უენტუორთ მილერი ამერიკელი მსახიობი სცენარისტი და მოდელია. იგი დაიბადა 1972 წლის 2 ივნისს ინგლისში. მისი მეტსახელია „მავნე“. 2005 წელს გადაიღეს ტელესერიალ „გაქცევაში“, მაიკლ სკოფილდის როლში. მილერმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მამაკაცი მსახიობი დრამატულ სერიებში“ და მიიღო ოქროს გლობუსი.
დაიბადა ინგლისის ოქსფორდშირში. მილერის მამა აფროამერიკელი, იამაიკელი, ინგლისელი, გერმანელი და ჩეროკის შთამომავლების ნაზავია. დედა კი ფრანგ-გერმანელ-რუს-სირიელ და ლიბანური წარმოშობის.
უენტუორთ მილერმა 2013 წლის აგვისტოში საჯაროდ განაცხადა, რომ გეია.
ყველა ახალი ამბავი
0