სემეკმა Energo-Pro Georgia 20 ათასი ლარით დააჯარიმა

© courtesy of Energo pro Georgiaელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
რეგიონებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის დაჯარიმების საფუძველი სემეკის ელექტრონულ ჟურნალში შეყვანილი არასრული ინფორმაცია გახდა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia 20 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრული ინფორმაციის შეყვანა გახდა, რაც, კომისიის განმარტებით, წარმოადგენს „ლიცენზირების წესისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის“ და „მომსახურების ხარისხის წესების“ დარღვევას. 
Energo-Pro Georgia-ს თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2020
Energo-Pro Georgia-მ დავალიანების მქონე აბონენტებს დენის მიწოდება არ შეუწყვიტა
მიმდინარე წლის მარტში მოქალაქემ სემეკს განცხადებით მიმართა, რომელშიც მიუთითა რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კობაძეში Energo-Pro Georgia–ს მხრიდან ხშირად ხდებოდა ელექტროენეტგიის გათიშვა და წარადგინა 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის მარტამდე  კომპანიისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინები ავარიულ გათიშვებთან დაკავშირებით. მომხმარებლის განმარტებით, ელექტროენერგიის გათიშვები გაცილებით ხშირი  იყო, ვიდრე ამას ასახავდა კომპანიისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რაც  დადასტურდა სემეკის მოკვლევის შედეგადაც.
„სემეკის ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ დაფიქსირებული წყვეტების რაოდენობა იყო არაზუსტი და კომპანიას ელექტრონულ ჟურნალში წყვეტებთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია არ ჰქონდა შეყვანილი“,- აღნიშნულია სემეკის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მსგავსი ტიპის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
Energo-Pro Georgia საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მსხვილი ოპერატორია, რომლის მომსახურების არეალი ძირითადად საქართველოს რეგიონებს მოიცავს. კომპანიის მომსახურებით 860 ათასი აბონენტი სარგებლობს. მისი სპეციალიზაციაცა აქამდე ელექტროენერგიის წარმოება და განაწილება იყო, თუმცა 2021 წლის 1 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია შეიცვალა და „ენერგო პრო ჯორჯიას” ნაცვლად ელექტროენერგიის მიწოდებას რეგიონებში უკვე „ეპ ჯორჯია მიწოდება” უზრუნველყოფს. „ენერგო პრო ჯორჯიას" კი ამ ელექტროენერგიის მხოლოდ გატარება, მომხმარებლამდე მიტანა ევალება.
ყველა ახალი ამბავი
0