https://sputnik-georgia.com/20210729/nika-melia-parlaments-tovebs-252455094.html
ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს
ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს
Sputnik საქართველო
პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ ასევე მიიღო ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T16:01+0400
2021-07-29T16:01+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/12/250926076_0:86:1280:809_1920x0_80_0_0_09611fef3de1910a4b19b91b1073b904.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.რაც შეეხება პარლამენტში შესულ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს, მელიას განცხადებით, მან პარტიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში ფორმალურად დარჩნენ და საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე მიიყვანონ. მელიას თქმით, იგი დღეიდან აქტიურად ერთვება საარჩევნო პროცესში, „რათა ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართული ოცნების“ დამარცხება გაფორმდეს".მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210728/zurab-japaridze-parlaments-tovebs-252445688.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/12/250926076_0:45:1280:850_1920x0_80_0_0_8a474f59d7fb982913d364b8b51f3456.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს
16:01 29.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ ასევე მიიღო ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება პარლამენტში შესულ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს, მელიას განცხადებით, მან პარტიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში ფორმალურად დარჩნენ და საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე მიიყვანონ.
„მე, ნიკა მელია ვტოვებ პარლამენტს, საპარლამენტო მანდატს, და ჩემივე პრინციპული თხოვნით ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები რჩებიან პარლამენტში. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. არანაირი სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, რაც არის „ქართული ოცნების" ოცნება“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ.
მელიას თქმით, იგი დღეიდან აქტიურად ერთვება საარჩევნო პროცესში, „რათა ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართული ოცნების“ დამარცხება გაფორმდეს".
მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.