სპეციალური ლაბორატორია სპორტსმენებისთვის – მინისტრის გეგმები

© Sputnik / STRINGERკალათბურთის მატჩი
კალათბურთის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავისი უწყების უახლოესი ათი წლის პერიოდში განვითარების ხედვა წარმოადგინა
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. სპეციალური ლაბორატორიის შექმნა, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენების გენეტიკური ანალიზი ჩატარდება მათი პერსპექტიულობის შესახებ – ეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის უახლოესი ათი წლის გეგმებში შედის.
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს განვითარებისთვის კიდევ 9 კონკურსი გამოაცხადა
როგორც მინისტრმა თავისი უწყების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ქვეყანაში იმუშავებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს ჩაუტარდებათ გენეტიკური ანალიზი და სხვა სახის კვლევები, რაც მათ კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.
„იფუნქციონირებს... თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლა და სხვა ტიპის გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერა და მაგალითისთვის, ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მან ასევე ქართველ ოლიმპიელებს ტოკიოში წარმატებები უსურვა.
ყველა ახალი ამბავი
0