საქართველოს ნაკრების მეხუთე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე – შედეგები

© REUTERS / ANNEGRET HILSEლაშა ბექაური და ედუარდ ტრიპელი
ლაშა ბექაური და ედუარდ ტრიპელი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
პირველი ოქროს მედლის წყალობით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მკვეთრად დაწინაურდა და 36-ე ადგილიდან მე-19-ზე გადაინაცვლა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადის მეხუთე დღე საქართველოსთვის „ოქროს დღე“ გახდა. საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ).
ნიკოლოზ შერაზადიშვილი ორთაბრძოლის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
შერაზადიშვილმა ტატამზე გონება დაკარგა - ძიუდოისტს ქართველი ექიმი დაეხმარა

ლაშა ბექაური - ძიუდო (-90 კგ)

იმაში, რომ ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, გარკვეული კანონზომიერება არსებობს. სწორედ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში აქვთ მოგებული ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქრო ქართველ ძიუდოისტებს. მეტიც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ წონით კატეგორიაში გამოვიდა. ეს მოხდა ათენში 2004 წელს.
მომდევნო თამაშებზე პეკინში (2008) ტრადიცია გააგრძელა ირაკლი ცირეკიძემ, ხოლო რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე (2016) ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალოსანი გახდა. ახლა კი ლაშა ბექაურმა მიაღწია წარმატებას.
მაგრამ 21 წლის ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადა კინაღამ გამოტოვა. დაახლოებით ერთი თვის წინ ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა მხრის სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშებში მისი მონაწილეობა საეჭვო იყო. სპორტსმენს გამოჯანმრთელებაში დაეხმარა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი.
„ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია. ერთი თვის წინ ბუდაპეშტში მხარი დავიზიანე და შეშინებულები ვიყავით, რომ ტოკიოში ვერ წავიდოდი. მისი წყალობით დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და მომეცა შესაძლებლობა მეჩვენებინა ჩემი ძიუდო“, - განაცხადა ბექაურმა დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ.
ბექაურის მედალი გახდა ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მოპოვებული მესამე მედალი და პირველი ოქროს მედალი. მანამდე ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ორი ​​ძიუდოისტი გახდა ვერცხლის მედალოსანი - ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ).
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები არასდროს დაბრუნებულან ოლიმპიური თამაშებიდან მედლების გარეშე 1996 წლიდან (ატლანტა). ამ დროისათვის ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე სულ 35 მედალი აქვთ მოპოვებული, აქედან 11 ძიუდოისტების ანგარიშზეა (4 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო).
ბექაურის ოქროს წყალობით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მკვეთრად დაწინაურდა და 36-ე ადგილიდან მე-19-ზე გადაინაცვლა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთი

© AFP / GLYN KIRKНиколоз Басилашвили
Николоз Басилашвили - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Николоз Басилашвили
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთი
სამწუხაროდ, საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ATP-ს რეიტინგში 42-ე ადგილი) დაასრულა თავისი ასპარეზობა ოლიმპიურ თამაშებზე. 1/16 ფინალში ბასილაშვილი ორ სეტში - 4:6, 6:7 დამარცხდა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანთან, გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევთან.
29 ივლისს საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე წარმოდგენილი იქნება ორი სპორტსმენით – ოლიმპიურ ტატამზე გამოვა ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), ხოლო ნინო სალუქვაძე 25 მ დისტანციაზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში კვალიფიკაციის გავლას შეეცდება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური