https://sputnik-georgia.com/20210728/SerazadiSvilma-tatamze-goneba-dakarga-252442815.html
შერაზადიშვილმა ტატამზე გონება დაკარგა - ძიუდოისტს ქართველი ექიმი დაეხმარა
შერაზადიშვილმა ტატამზე გონება დაკარგა - ძიუდოისტს ქართველი ექიმი დაეხმარა
Sputnik საქართველო
შერაზადიშვილმა გონების დაკარგვამდე დანებების მიზნით ტატამზე ხელი დაარტყა, რაც არბიტრის ყურადღების მიღმა დარჩა. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს... 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T13:19+0400
2021-07-28T13:19+0400
2021-10-19T18:02+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252442308_0:376:2956:2048_1920x0_80_0_0_caf8a6917ba5c6b74e7ad212127d5694.jpg
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც ტურნირის ფავორიტად მიიჩნეოდა, ასპარეზობას გამოეთიშა.შერაზადიშვილი მეოთხედფინალურ ეტაპზე რუს მიხაილ იგოლნიკოვს შეხვდა. ორთაბროლის ძირითადი დროის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როცა იგოლნიკოვმა პარტერში ნიკოლოზს მახრჩობელა ილეთით გონება დააკარგვინა.ნიკოლოზ შერაზადიშვილმა გონება დაკარგა
აღსანიშნავია, რომ შერაზადიშვილმა მტკივნეული ილეთის დროს ტატამზე ხელი დაარტყა, რაც შეხვედრის არბიტრმა სავარაუდოდ ვერ შეამჩნია და ბრძოლა არ შეაჩერა. შედეგად შერაზადიშვილი უგონო მდგომარეობაში აღმოჩდნა, ტატამზე კი მის დასახმარებლად მალევე ექიმები გამოჩდნენ.საინტერესოა, რომ ქართული წარმომავლობის ძიუდოისტის დასახმარებლად ტატამზე წამებში გამოჩნდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელმაც სპორტსმენს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და შერაზადიშვილი ფეხზე მალევე წამოდგა.ასევე უნდა აღინიშნოს იგოლნიკოვის არასპორტული დამოკიდებულება, რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფი მეტოქის მდგომარეობით არც კი დაინტერესებულა და გამარჯვება აღნიშნა.შერაზადიშვილი იგოლნიკოვს მეცხრედ შეხვდა და ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. აღნიშნული ცხრა შეხვედრიდან, ნიკოლოზის ანგარიშზე მხოლოდ ორი გამარჯვებაა. რაც შეეხება იგოლნიკოვს, მას ნახევარფინალში ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტთან ლაშა ბექაურთან მოუწევს დაპირისპირება.
https://sputnik-georgia.com/20210728/beqauri-naxevarfinalSia-252441325.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252442308_0:190:2956:2048_1920x0_80_0_0_16abba1319bf2f0d33898b3ffa14c37e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
შერაზადიშვილმა ტატამზე გონება დაკარგა - ძიუდოისტს ქართველი ექიმი დაეხმარა
13:19 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) შერაზადიშვილმა გონების დაკარგვამდე დანებების მიზნით ტატამზე ხელი დაარტყა, რაც არბიტრის ყურადღების მიღმა დარჩა. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს ექიმებმა დახმარება მალევე აღმოუჩინეს.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც ტურნირის ფავორიტად მიიჩნეოდა, ასპარეზობას გამოეთიშა.
შერაზადიშვილი მეოთხედფინალურ ეტაპზე რუს მიხაილ იგოლნიკოვს შეხვდა. ორთაბროლის ძირითადი დროის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როცა იგოლნიკოვმა პარტერში ნიკოლოზს მახრჩობელა ილეთით გონება დააკარგვინა.
ნიკოლოზ შერაზადიშვილმა გონება დაკარგა
აღსანიშნავია, რომ შერაზადიშვილმა მტკივნეული ილეთის დროს ტატამზე ხელი დაარტყა, რაც შეხვედრის არბიტრმა სავარაუდოდ ვერ შეამჩნია და ბრძოლა არ შეაჩერა. შედეგად შერაზადიშვილი უგონო მდგომარეობაში აღმოჩდნა, ტატამზე კი მის დასახმარებლად მალევე ექიმები გამოჩდნენ.
საინტერესოა, რომ ქართული წარმომავლობის ძიუდოისტის დასახმარებლად ტატამზე წამებში გამოჩნდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელმაც სპორტსმენს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და შერაზადიშვილი ფეხზე მალევე წამოდგა.
ასევე უნდა აღინიშნოს იგოლნიკოვის არასპორტული დამოკიდებულება, რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფი მეტოქის მდგომარეობით არც კი დაინტერესებულა და გამარჯვება აღნიშნა.
შერაზადიშვილი იგოლნიკოვს მეცხრედ შეხვდა და ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. აღნიშნული ცხრა შეხვედრიდან, ნიკოლოზის ანგარიშზე მხოლოდ ორი გამარჯვებაა. რაც შეეხება იგოლნიკოვს, მას ნახევარფინალში ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტთან ლაშა ბექაურთან მოუწევს დაპირისპირება.