https://sputnik-georgia.com/20210728/beqauri-naxevarfinalSia-252441325.html
ბექაური ნახევარფინალშია – ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი იბრძვის
ბექაური ნახევარფინალშია – ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი იბრძვის
Sputnik საქართველო
ლაშა ბექაურმა ნახევარფინალური ეტაპის საგზური უზბეკი მეტოქის შეცდომის შემდეგ მოიპოვა. ფინალში გასასვლელად ქართველ ძიუდოისტს მიხაილ იგოლნიკოვის დამარცხება... 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T10:09+0400
2021-07-28T10:09+0400
2021-10-19T18:02+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24257/90/242579032_0:103:1000:666_1920x0_80_0_0_13ec575c6d6701f36b4b48cdd6287252.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალურ ეტაპზეა.21 წლის ბექაურმა, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ოლიმპიადა პოლონელი პიოტრ კუჩერასთან დაპირისპირებით დაიწყო. ორთაბრძოლაში ლაშა ჯერ ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი შებოჭვით საქმე სუფთა გამარჯვებამდე მიიყვანა.მერვედფინალში ბექაურის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი იყო, რომელმაც ქართველ ძიუდოისტს გდება შეუსრულა და ვაზარით დაწინაურდა. მიუხედავად კოჩმანის უპირატესობისა, ბექაურმა მეტოქეს საპასუხო გდება ორჯერ შეუსრულა და მეოთხედფინალში გავიდა.ნახევარფინალში გასასვლელად ლაშას უზბეკ დავლატ ბობონოვთან გამარჯვება მართებდა. ბექაურის წამოწყებული ილეთის დროს უზბეკმა სპორტსმენმა თავი წესების დარღვევით დაიცვა და მსაჯებმა ქართველს ტექნიკური გამარჯვება მიანიჭეს.ოლიმპიადის ნახევარფინალურ ეტაპზე ლაშა რუს ძიუდოისტს მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ იგონლიკოვმა ნახევარფინალში გასვლა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან გამარჯვებით შეძლო. ბექაური და იგოლნიკოვი ერთმანეთს წელს დოჰას მასტერსზე შეხვდნენ, სადაც ქართველი იპონით დამარცხდა.
https://sputnik-georgia.com/20210727/saqarTvelos-nakrebis-meoTxe-dRe-tokios-olimpiadaze-Sedegebi-252439635.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24257/90/242579032_0:10:1000:760_1920x0_80_0_0_feaa65a1489fab4852d7cdc09bab21e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
ბექაური ნახევარფინალშია – ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი იბრძვის
10:09 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ლაშა ბექაურმა ნახევარფინალური ეტაპის საგზური უზბეკი მეტოქის შეცდომის შემდეგ მოიპოვა. ფინალში გასასვლელად ქართველ ძიუდოისტს მიხაილ იგოლნიკოვის დამარცხება მოუწევს.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალურ ეტაპზეა.
21 წლის ბექაურმა, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ოლიმპიადა პოლონელი პიოტრ კუჩერასთან დაპირისპირებით დაიწყო. ორთაბრძოლაში ლაშა ჯერ ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი შებოჭვით საქმე სუფთა გამარჯვებამდე მიიყვანა.
მერვედფინალში ბექაურის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი იყო, რომელმაც ქართველ ძიუდოისტს გდება შეუსრულა და ვაზარით დაწინაურდა. მიუხედავად კოჩმანის უპირატესობისა, ბექაურმა მეტოქეს საპასუხო გდება ორჯერ შეუსრულა და მეოთხედფინალში გავიდა.
ნახევარფინალში გასასვლელად ლაშას უზბეკ დავლატ ბობონოვთან გამარჯვება მართებდა. ბექაურის წამოწყებული ილეთის დროს უზბეკმა სპორტსმენმა თავი წესების დარღვევით დაიცვა და მსაჯებმა ქართველს ტექნიკური გამარჯვება მიანიჭეს.
ოლიმპიადის ნახევარფინალურ ეტაპზე ლაშა რუს ძიუდოისტს მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ იგონლიკოვმა ნახევარფინალში გასვლა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან გამარჯვებით შეძლო. ბექაური და იგოლნიკოვი ერთმანეთს წელს დოჰას მასტერსზე შეხვდნენ, სადაც ქართველი იპონით დამარცხდა.