https://sputnik-georgia.com/20210727/saqarTvelos-nakrebis-meoTxe-dRe-tokios-olimpiadaze-Sedegebi-252439635.html
საქართველოს ნაკრების მეოთხე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
საქართველოს ნაკრების მეოთხე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
Sputnik საქართველო
ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხე დღეს საქართველოს ნაკრები წარადგინა ორმა სპორტსმენმა - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა და მოკრივემ ესკერხან მადიევმა. 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T21:30+0400
2021-07-27T21:30+0400
2021-07-28T00:35+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252437823_0:0:3312:1872_1920x0_80_0_0_332ca841b741ac6e0d44ce0e22e9e4eb.jpg
ტატო გრიგალაშვილი - ძიუდო (-81 კგ)გრიგალაშვილმა, რომელიც თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, ოლიმპიური ტურნირი ძალიან დამაჯერებლად დაიწყო. პირველ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ტაჯიკეთის წარმომადგენელ აკმელ მუროდოვს აჯობა, მეორეში კი სამხრეთკორეელ სუნგ ხო დაამარცხა. ორივე ორთაბრძოლა გრიგალაშვილმა იპონით მოიგო.ტატო გრიგალაშვილი
მეოთხედფინალში მსაჯების არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით ჩვენმა ძიუდოისტმა წააგო მონღოლ მეტოქე საიდ მოლაიეუსთან. მაგრამ გრიგალაშვილს მედლის აღების შანსი მაინც ჰქონდა. რეპეშაჟში ტატომ ვაზარით მოუგო უზბეკ შაროფიტდინ ბოლტაბოევს და ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდა მსოფლიო რეიტინგის ლიდერს - ბელგიელ მატიას კასეს.სწორედ კასესთან დამარცხდა სულ ახლახან გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე. სამწუხაროდ, გრიგალაშვილს რევანში არ გამოუვიდა. ბელგიელმა წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ოქროს მედალი კი იაპონელმა ტაკანორი ნაგასემ აიღო.ტატო გრიგალაშვილი აგებს ბელგიელ ძიუდოისტთან ტოკიოს ოლიმპიადაზე
ესკერხან მადიევი - კრივი (-69 კგ)დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (1996 წლიდან) ჩვენს მოკრივეებს ოლიმპიადებზე მხოლოდ ერთი მედალი აქვთ მოპოვებული. სიდნეიში (2000) თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ვლადიმერ ჭანტურია (-91 კგ). ამ შედეგის გამეორებისთვის ესკერხანს ერთი ბრძოლის მოგება სჭირდება.ტოკოის ოლიმპიადა - კრივი, ესკერხან მადიევი
1/16 ფინალში მადიევმა უგანდელი შადირი ბვოგი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მეოთხედფინალში 23 წლის ქართველ მოკრივეს გამოცდილ 34 წლის ანდრეი ზამკოვთან ბრძოლა მოუწევს. მოგების შემთხვევაში მადიევს ოლიმპიური ბრინჯაო გარანტირებული აქვს.რაც შეეხება ზამკოვს, რუსი მოკრივე ლონდონის (2012) ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონია.ესკერხან მადიევი ტოკიოს ოლიმპიადაზე
28 ივლისს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე წარადგენს ორი სპორტსმენი - ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ) და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252437823_0:0:3258:2048_1920x0_80_0_0_cc75f00fece5e11f858aabdedf42d5f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
საქართველოს ნაკრების მეოთხე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
21:30 27.07.2021 (განახლებულია: 00:35 28.07.2021) ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხე დღეს საქართველოს ნაკრები წარადგინა ორმა სპორტსმენმა - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა და მოკრივემ ესკერხან მადიევმა.
ტატო გრიგალაშვილი - ძიუდო (-81 კგ)
გრიგალაშვილმა, რომელიც თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, ოლიმპიური ტურნირი ძალიან დამაჯერებლად დაიწყო. პირველ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ტაჯიკეთის წარმომადგენელ აკმელ მუროდოვს აჯობა, მეორეში კი სამხრეთკორეელ სუნგ ხო დაამარცხა. ორივე ორთაბრძოლა გრიგალაშვილმა იპონით მოიგო.
მეოთხედფინალში მსაჯების არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით ჩვენმა ძიუდოისტმა წააგო მონღოლ მეტოქე საიდ მოლაიეუსთან. მაგრამ გრიგალაშვილს მედლის აღების შანსი მაინც ჰქონდა. რეპეშაჟში ტატომ ვაზარით მოუგო უზბეკ შაროფიტდინ ბოლტაბოევს და ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდა მსოფლიო რეიტინგის ლიდერს - ბელგიელ მატიას კასეს.
სწორედ კასესთან დამარცხდა სულ ახლახან გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე. სამწუხაროდ, გრიგალაშვილს რევანში არ გამოუვიდა. ბელგიელმა წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ოქროს მედალი კი იაპონელმა ტაკანორი ნაგასემ აიღო.
ტატო გრიგალაშვილი აგებს ბელგიელ ძიუდოისტთან ტოკიოს ოლიმპიადაზე
ესკერხან მადიევი - კრივი (-69 კგ)
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (1996 წლიდან) ჩვენს მოკრივეებს ოლიმპიადებზე მხოლოდ ერთი მედალი აქვთ მოპოვებული. სიდნეიში (2000) თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ვლადიმერ ჭანტურია (-91 კგ). ამ შედეგის გამეორებისთვის ესკერხანს ერთი ბრძოლის მოგება სჭირდება.
ტოკოის ოლიმპიადა - კრივი, ესკერხან მადიევი
1/16 ფინალში მადიევმა უგანდელი შადირი ბვოგი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მეოთხედფინალში 23 წლის ქართველ მოკრივეს გამოცდილ 34 წლის ანდრეი ზამკოვთან ბრძოლა მოუწევს. მოგების შემთხვევაში მადიევს ოლიმპიური ბრინჯაო გარანტირებული აქვს.
რაც შეეხება ზამკოვს, რუსი მოკრივე ლონდონის (2012) ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონია.
ესკერხან მადიევი ტოკიოს ოლიმპიადაზე
28 ივლისს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე წარადგენს ორი სპორტსმენი - ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ) და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.