https://sputnik-georgia.com/20210728/saqarTvelos-da-iaponiis-moqalaqeebi-ormag-dabegvras-Tavidan-aicileben-252439653.html
საქართველოს და იაპონიის მოქალაქეები ორმაგ დაბეგვრას თავიდან აიცილებენ
საქართველოს და იაპონიის მოქალაქეები ორმაგ დაბეგვრას თავიდან აიცილებენ
Sputnik საქართველო
ქვეყნებს შორის კონვენციის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში, ვინაიდან ახალმა ტექსტმა 1986 წლის მოძველებული... 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T10:00+0400
2021-07-28T10:00+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/67/248036722_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5c7f93b6ebd6cd51870e6cfe9ec48a96.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და იაპონიას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებული ტექსტი ძალაში შევიდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.ახალი კონვენცია ეფუძნება შემოსავლებსა და კაპიტალზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს – ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. კონვენცია გადასახადების გადამხდელებს ორმაგი დაბეგვრისგან დაიცავს.უწყების განცხადებით, ქვეყნებს შორის კონვენციის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში, ვინაიდან ახალმა ტექსტმა 1986 წლის მოძველებული დოკუმენტი ჩაანაცვლა.ამ დროისათვის საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება 57 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.
https://sputnik-georgia.com/20160102/229662678.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/67/248036722_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b9156b7110ade0b8353dd11e6b05f432.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს და იაპონიის მოქალაქეები ორმაგ დაბეგვრას თავიდან აიცილებენ
10:00 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ქვეყნებს შორის კონვენციის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში, ვინაიდან ახალმა ტექსტმა 1986 წლის მოძველებული დოკუმენტი ჩაანაცვლა, განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და იაპონიას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებული ტექსტი ძალაში შევიდა.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ახალი კონვენცია ეფუძნება შემოსავლებსა და კაპიტალზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს – ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
კონვენცია გადასახადების გადამხდელებს ორმაგი დაბეგვრისგან დაიცავს.
უწყების განცხადებით, ქვეყნებს შორის კონვენციის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში, ვინაიდან ახალმა ტექსტმა 1986 წლის მოძველებული დოკუმენტი ჩაანაცვლა.
ამ დროისათვის საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება 57 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.