საქართველომ და ისლანდიამ ორმაგი დაბეგვრის შესახებ შეთანხმება აამოქმედეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებასა და ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ძალაში შევიდა საქართველოსა და ისლანდიას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება, — იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

შეთანხმების მთავარი მიზანია, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ინვესტიციების წახალისება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საგადასახადო საკითხებში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ახალი სტანდარტების დანერგვას. 

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 51 ქვეყანასთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0