აშშ სირიაში რჩება: შტატები ქვეყნიდან ჯარების გაყვანას არ აპირებს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიამერიკელი ჯარისკაცები
ამერიკელი ჯარისკაცები - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
მანამდე შეერთებულმა შტატებმა თავისი ჯარების გამოყვანა დაიწყო ავღანეთიდან, ხოლო ერაყში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას 2021 წლის 31 დეკემბრიდან წყვეტს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ავღანეთიდან თავისი ძალები გამოჰყავს, ხოლო ერაყში ფორმალურად გადადის კონსულტანტის როლზე, მაგრამ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია სირიაში არ შეცვლილა, იუწყება გამოცემა Politico ბაიდენის ადმინისტრაციაში მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.
ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
აშშ ერაყში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას აღარ მიიღებს: ცნობილია თარიღი
წყაროს ცნობით, როგორც მოსალოდნელია, სირიაში ასობით ამერიკელი სამხედრო კვლავაც დარჩება.
„დაახლოებით 900 ამერიკელი სამხედრო, მათ შორის „მწვანე ბერეტები“, კვლავაც რჩებიან სირიაში, რათა მხარი დაუჭირონ და კონსულტაცია გაუწიონ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლ სირიის დემოკრატიულ ძალებს“, — ციტირებს გამოცემა წყაროს.
მისი თქმით, „სირიის მისიაში ან განთავსების ზონაში პირდაპირ ახლა რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის“.
სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლიდან მიმდინარეობს. 2017 წელს ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება გამოცხადდა, თუმცა სირიის ცალკეულ რაიონებში კვლავაც გრძელდება ბოევიკებისგან წმენდა. ამ დროისათვის წინა პლანზე წამოწეულია პოლიტიკური დარეგულირება, სირიის აღდგენა და ლტოლვილების დაბრუნება.
ყველა ახალი ამბავი
0