აშშ ერაყში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას აღარ მიიღებს: ცნობილია თარიღი

CC BY 2.0 / The U.S. Army / AT-4 live-fireამერიკელი სამხედროები
ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
როგორც მანამდე ვარაუდობდა მედია, ამ ნაბიჯით ერაყის ლიდერს შიიტური დაჯგუფებების პოლიტიკური ზეწოლის შესუსტება სურს, რომლებიც ქვეყნიდან ყველა ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას მოითხოვენ
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. აშშ ერაყის ტეროტორიაზე  სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას 2021 წლის 31 დეკემბრიდან შეწყვეტს, თუმცა ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს კვლავაც მხარს დაუჭერს, ნათქვამია ორი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ბაღდადი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
WSJ: ვაშინგტონი და ბაღდადი ერაყიდან ამერიკული ძალების გაყვანაზე განცხადებას გააკეთებენ
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში მიმდინარე ორმხრივ განხილვებში აშშ-ის ინტერესებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იცავდა, ხოლო ერაყულ დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ფუად ჰუსეინი და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის წევრები წარმოადგენდნენ. ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰუსეინ ალ-ქადიმი გუშინ, 26 ივლისს ეწვია შეერთებულ შტატებს. 
„დელეგაციებმა გადაწყვიტეს, რომ უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობები სრულად გადავა სწავლებაზე, კონსულტაციებზე, დახმარების აღმოჩენასა და სადაზვერვო მონაცემების გაცვლაზე, და რომ 2021 წლის 31 დეკემბრიდან ერაყში აღარ იქნება აშშ-ის ისეთი ძალები, რომლებიც სამხედრო ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები მომავალშიც გაუწევს დახმარებას ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს — ერაყის ქურთისტანის ლაშქრის, პეშმერგის ჩათვლით, „მომავალ საფრთხეებთან ბრძოლის პოტენციალის აგებაში“.
ერაყის ტერიტორიაზე საბრძოლო მისიის დასრულების შესახებ შეთანხმებას 26 ივლისს მოაწერეს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქადიმიმ. ამასთან ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ კვლავაც განაგრძობს ბრძოლას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერაყში. მანამდე ერაყული მხარე აცხადებდა, რომ არ საჭიროებს უცხური საბრძოლო ნაწილების დახმარებას, თუმცა იმედი აქვს, რომ აშშ სადაზვერვო მონაცემების მიწოდებასა და ერაყელი სამხედროების წვრთნაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ერაყში 3,5 ათასი უცხოელი სამხედრო იმყოფება, რომელთაგან 2500 ამერიკელია.
 
 
ყველა ახალი ამბავი
0