https://sputnik-georgia.com/20210727/rogor-Seicvala-fasebi-samrewvelo-produqciaze-252431260.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში
Sputnik საქართველო
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე. 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T11:13+0400
2021-07-27T11:13+0400
2021-10-19T18:02+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252119463_0:176:1698:1131_1920x0_80_0_0_1d8e9b50f57a29e86e30d9028b85bd53.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. 2021 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 15,5%-ით, მათ შორის სურსათზე 17%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 5,9%-ით.მიმდინარე წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,1%-ით შემცირდა.ადგილობრივი წარმოებაფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივნისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,7%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 18,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 19,9%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 17,9%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 3,2%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 10,1%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 11,3%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 23%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 26,4%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 26,1%-ით გაძვირდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის ივნისში 9,9% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 8,8%-ით გაიზარდა. ივნისში, მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210703/saqarTveloSi-fasebi-rekordebs-aWarbebs-axali-statistika-252200003.html
https://sputnik-georgia.com/20210720/saqartvelos-sagareo-savachro-brunva-izrdeba-252365671.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252119463_133:180:1401:1131_1920x0_80_0_0_fa19b072963e290c7b7258a672040f4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში
11:13 27.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. 2021 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“
მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 15,5%-ით, მათ შორის სურსათზე 17%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 5,9%-ით.
მიმდინარე წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,1%-ით შემცირდა.
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივნისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,7%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 18,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 19,9%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 17,9%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 3,2%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 10,1%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 11,3%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 23%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 26,4%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 26,1%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის ივნისში 9,9% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 8,8%-ით გაიზარდა. ივნისში, მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.