https://sputnik-georgia.com/20210727/israelis-aviakompaniebi-saqarTvelos-mimarTulebiT-frenebs-auqmeben-252432238.html
ისრაელის ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუქმებენ
ისრაელის ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუქმებენ
Sputnik საქართველო
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჩამონათვალშია შეყვანილი და ისრაელის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ, საქართველოში... 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T11:48+0400
2021-07-27T11:48+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/51/247375113_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_e17135920a0dc190b8b4442e4e1dc948.jpg
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერეს, ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.ისრაელმა საქართველო რამდენიმე დღის წინ შეიყვანა იმ ქვეყნების წითელ სიაში, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ისრაელს ვირუსის გავრცელების მხრივ სიაში შეყვანილი უკვე ჰყავდა ქვეყნები: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან სიას კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა, ესენია: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია.კომპანიაში განმარტავენ, რომ ისრაელის ავიაკომპანიების მხრიდან აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.ავიაკომპანიებმა Isr Air-მა და Arkia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში თელ–ავივიდან დაგეგმილი 27 რეგულარული რეისიდან 21 გააუქმეს. ჯერჯერობით უცნობია ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა ავიაკომპანიები. როგორც ისრაელის სალჩოში აცხადებენ, აღნიშნული სტატუსის გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში შეზღუდვები შესაძლოა შემცირდეს ან მოიხსნას.
https://sputnik-georgia.com/20210723/vizitorTa-sayuradRebod-israelma-saqarTvelo-wiTeli-qveynebis-siaSi-Seiyvana-252405233.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/51/247375113_166:0:2823:1993_1920x0_80_0_0_72ba410bc029fc1faf5ff1a0ebd74739.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ისრაელის ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუქმებენ
11:48 27.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჩამონათვალშია შეყვანილი და ისრაელის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერეს, ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
ისრაელმა საქართველო რამდენიმე დღის წინ შეიყვანა იმ ქვეყნების წითელ სიაში, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ისრაელს ვირუსის გავრცელების მხრივ სიაში შეყვანილი უკვე ჰყავდა ქვეყნები: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან სიას კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა, ესენია: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ისრაელის ავიაკომპანიების მხრიდან აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.
ავიაკომპანიებმა Isr Air-მა და Arkia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში თელ–ავივიდან დაგეგმილი 27 რეგულარული რეისიდან 21 გააუქმეს. ჯერჯერობით უცნობია ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა ავიაკომპანიები.
როგორც ისრაელის სალჩოში აცხადებენ, აღნიშნული სტატუსის გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში შეზღუდვები შესაძლოა შემცირდეს ან მოიხსნას.