https://sputnik-georgia.com/20210727/gamyrelidze-moqalaqeebs-QR-kodit-sargebloba-ar-sheuzliat-252437134.html
გამყრელიძე: საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში ქართული QR–კოდით სარგებლობა არ შეუძლიათ
გამყრელიძე: საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში ქართული QR–კოდით სარგებლობა არ შეუძლიათ
Sputnik საქართველო
ქართული QR–კოდი ახლო მომავალში ევროპის ქვეყნებშიც იმოქმედებს, ამისათვის შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად მუშაოებენ, განაცხადა ამირან გამყრელიძემ 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T18:17+0400
2021-07-27T18:17+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0a/251429074_0:304:2999:1999_1920x0_80_0_0_49ef73a1b3de99a07b17024ed5adbaca.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველო QR–კოდით ევროკავშირის სივრცესთან მიერთებული არ არის, თუმცა შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ იმაზე, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. საქართველოს მოქალაქეებმა ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ღონისძიებაზე კოვიდ–ბარათის QR–კოდით სარგებლობა ვერ შეძლეს. „ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შესაბამისი სტრუქტურები მუშაოებენ და საქართველო თანდათან მიუერთდება ევროპულ სივრცეს. თუ QR–კოდს დაანათებთ, ამოიკითხავთ, რომ აცრილი ხართ ამა თუ იმ პრეპარატით“, – განაცხადა გამყრელიძემ. კინომცოდნე გოგი გვახარიას, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, საფრანგეთში ყოფნისას საქართველოში გაცემულ QR–კოდთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა – აპარატმა კოვიდ–ბარათზე დატანებული QR–კოდი ვერ ამოიკითხა. ცნობილი ქართველი კინომცოდნე იძულებული გახდა კოვიდ–ტესტი კანში გაეკეთებინა.QR-კოდის მიღება შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210727/israelis-aviakompaniebi-saqarTvelos-mimarTulebiT-frenebs-auqmeben-252432238.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0a/251429074_0:114:2999:1999_1920x0_80_0_0_2172fb7c46e31a3d8d788a863d0f2141.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გამყრელიძე: საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში ქართული QR–კოდით სარგებლობა არ შეუძლიათ
18:17 27.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ქართული QR–კოდი ახლო მომავალში ევროპის ქვეყნებშიც იმოქმედებს, ამისათვის შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად მუშაოებენ, განაცხადა ამირან გამყრელიძემ
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველო QR–კოდით ევროკავშირის სივრცესთან მიერთებული არ არის, თუმცა შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ იმაზე, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
საქართველოს მოქალაქეებმა ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ღონისძიებაზე კოვიდ–ბარათის QR–კოდით სარგებლობა ვერ შეძლეს.
„ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შესაბამისი სტრუქტურები მუშაოებენ და საქართველო თანდათან მიუერთდება ევროპულ სივრცეს. თუ QR–კოდს დაანათებთ, ამოიკითხავთ, რომ აცრილი ხართ ამა თუ იმ პრეპარატით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კინომცოდნე გოგი გვახარიას, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, საფრანგეთში ყოფნისას საქართველოში გაცემულ QR–კოდთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა – აპარატმა კოვიდ–ბარათზე დატანებული QR–კოდი ვერ ამოიკითხა. ცნობილი ქართველი კინომცოდნე იძულებული გახდა კოვიდ–ტესტი კანში გაეკეთებინა.
QR-კოდის მიღება შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ.