როგორ გადაიხდიან „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტები დავალიანებას

© Sputnik / Alex Shlamovსემეკი
სემეკი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
მთელი საქართველოს მასშტაბით 1 ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები შეიცვალა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. „სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები 27 ივლისიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, „სს ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის სევისების საშუალებით გადაიხდიან, ნათქვამია კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2021 წლის 1 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები შეიცვალა და „ენერგო პრო ჯორჯიას”  ნაცვლად ელექტროენერგიას რეგიონებს უკვე „ეპ ჯორჯია მიწოდება” აწვდის, „ენერგო პრო ჯორჯიას" კი  ამ ელექტროენერგიის განაწილება, ანუ მომხმარებლამდე მიტანა ევალება.
ელექტროენერგიის მრიცხველები - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
საქართველოს მოსახლეობას გადასახადის ქვითრები ახალი ენერგოკომპანიებისგან მიუვა
27 ივლისის 00:00 საათიდან სწრაფი გადახდის აპარატებზე და ინტერნეტბანკინგის სერვისებით ხელმისაწვდომი იქნება „ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის სერვისები და გაითიშება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სერვისები.
„მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, გაურკვევლობების თავიდან აცილების მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ 1 ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დარჩენილი დავალიანების და „ეპ ჯორჯია მიწოდების“ მიმართ არსებული დავალიანებების დასაფარად გამოყენებული იქნება მხოლოდ „ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის არხები - სწრაფი გადახდის აპარატები, ინტერნეტბანკი, ბანკის ოფისები“, - აღნიშნავენ „ენერგო-პრო ჯიორჯიაში“.
ივლისში მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებელი მიიღებს ახალი კომპანიისგან, „ეპ ჯორჯია მიწოდების“ სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს გადასახდელ დავალიანებაში გამოუჩნდება თანხა, რომელიც იქნება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „ეპ ჯორჯია მიწოდების“ ჯამური დავალიანება.
კომპანიის ცნობით, მომხმარებლის მიერ „ეპ ჯორჯიათვის“ გადახილი თანხებით დაიფარება როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“, ასევე „ეპ ჯორჯია მიწოდების“ დავალიანება.
ბრა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
თუ „თელმიკომ“ ზედმეტი თანხა დაგარიცხათ: სემეკი განცხადებას ავრცელებს
ჯამური დავალიანება გამოუჩნდება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსაც, თუმცა მათ შემთხვევაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2021 წლის ივნისის საბოლოო ქვითარს მიიღებენ 10-12 აგვისტოს.
გარდა ამისა, თუ მომხმარებელს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ საბოლოო ანგარიშსწორების შემდეგ ელექტროენერგიის დავალიანების ანგარიშზე უფიქსირდება წინსწრებით გადახდილი თანხა (კრედიტი), აღნიშნული თანხა გადატანილი იქნება „ეპ ჯორჯია მიწოდების“ ანგარიშზე და მომხმარებელს წინსწრებით გადახდილად დაუფიქსირდება „ეპ ჯორჯია მიწოდების“ ქვითარში.
„ეპ ჯორჯია მიწოდება” „ენერგო პრო ჯორჯიას“ განაწილებისა და მიწოდების საქმიანობების განცალკევების საფუძველზე ჩამოყალიბდა. აღნიშნული ცვლილება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად განხორციელდა. როგორც ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში განმარტეს, გატარებული ცვლილების შედეგად  უკვე გაჩნდებიან თავისუფალი მიმწოდებლები და ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა რომ თავისუფალ ფასად და  კონკურენტული პირობებით შეიძინოს ენერგეტიკის ბაზარზე  ან მიმწოდებლისაგან ელექტროენერგია.
„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად: მომხმარებელს ახალი ენერგოკომპანიები მოემსახურება>>
სემეკ-ის ცნობით, მიმწოდებელი კომპანიების ცვლილება სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური