შემოსავლების სამსახური სარეკლამო კომპანიას ამოწმებს - „მთავარი არხი“ აღშფოთებულია

© Sputnik / Alexander Imedashvili„მთავარი არხის“ მიკროფონი
„მთავარი არხის“ მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
„სარეკლამო სააგენტო, რომლის შემოწმებაც მიმდინარეობს, სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ტელეკომპანია „მთავარ არხს“, აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ხელისუფლება დაადანაშაულა ზეწოლაში სარეკლამო კომპანიაში საგადასახადო შემოწმების გზით, ხოლო საგადასახადო სამსახურში უარყვეს, რომ შემოწმება ტელეარხს ეხება.
„საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი „გაყიდვების სახლში“. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს, მაგრამ „გაყიდვების სახლში“ შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის. რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გვარამიამ.
კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ყველაფერი დროულად გაკეთდა – ექსპერტიზის ბიურო „მთავარ არხს" პასუხობს
მან ხელისუფლება დაადანაშაულა ტელეარხზე ზეწოლაში, რომელიც საგადასახადო სამსახურის ხელით ხორციელდება.
შემოსავლების სამსახურში ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ამოწმებენ სარეკლამო კომპანიას და არა ტელეკომპანიას.
„საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ამასთან შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. გარდა ამისა, ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც.
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
„მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა
შემოსავლების სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ შემოწმება დისტანციურ რეჟიმში ხორციელდება და ტელეკომპანიაში უშუალოდ არავინ შესულა.
„ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„მთავარი არხი“ ხელისუფლებისადმი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ტელეარხია. ორი კვირის წინ ტელეარხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სხვა ოპოზიციური არხების ხელმძღვანელობასთან ერთად ღიად მოითხოვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომას.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური