https://sputnik-georgia.com/20210726/inpicirebulta-40-delta-shtami-aqvs-252426456.html
ჯანდაცვა: საქართველოში ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა" შტამი აქვს
ჯანდაცვა: საქართველოში ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა" შტამი აქვს
Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. იზრდება „დელტა" შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს... 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T18:35+0400
2021-07-26T18:35+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1d/250197443_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_8ef8f15b6b2d61dc2f8ff66961d02fac.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების 50%-ს „ინდური შტამი" გამოუვლინდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ „დელტა" შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს მაჩვენებელი იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-ს აღწევს. ევროპის ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ „დელტა" შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია", - განაცხადა გაბუნიამ. გაბუნიას განმარტებით, რაც უფრო წარმატებული იქნება ვაქცინაციის პროგრამა, მით უფრო გააქტიურდებიან ანტივაქსერები. მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ანტივაქსერული კამპანია ასე აქტუალურია, რომელსაც ჯანდაცვის უწყება სწორი ინფორმაციული პოლიტიკის დახმარებით ებრძვის.დღეისთვის საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის 6 ათასი საწოლია მობილიზებული, მათგან 5,2 ათასი დაკავებულია. ჯანდაცვის უწყება მინიმუმ 1,5 ათასი საწოლის დამატებას გეგმავს.საქართველოში „ინდური" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დაფიქსირდა.„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. "დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით.ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური" შტამი „ბრიტანულს" მთლიანად ჩაანაცვლებს.
https://sputnik-georgia.com/20210721/gamkrelidze-induri-shtamit-40-proentia-inpicirebuli-252381943.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1d/250197443_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_fba19de1a40fd29ba774f60569a30844.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ჯანდაცვა: საქართველოში ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა" შტამი აქვს
18:35 26.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. იზრდება „დელტა" შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების 50%-ს „ინდური შტამი" გამოუვლინდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ „დელტა" შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს მაჩვენებელი იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-ს აღწევს. ევროპის ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ „დელტა" შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია", - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას განმარტებით, რაც უფრო წარმატებული იქნება ვაქცინაციის პროგრამა, მით უფრო გააქტიურდებიან ანტივაქსერები. მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ანტივაქსერული კამპანია ასე აქტუალურია, რომელსაც ჯანდაცვის უწყება სწორი ინფორმაციული პოლიტიკის დახმარებით ებრძვის.
დღეისთვის საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის 6 ათასი საწოლია მობილიზებული, მათგან 5,2 ათასი დაკავებულია. ჯანდაცვის უწყება მინიმუმ 1,5 ათასი საწოლის დამატებას გეგმავს.
საქართველოში „ინდური" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დაფიქსირდა.
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. "დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით.
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური" შტამი „ბრიტანულს" მთლიანად ჩაანაცვლებს.