https://sputnik-georgia.com/20210721/gamkrelidze-induri-shtamit-40-proentia-inpicirebuli-252381943.html
გამყრელიძე: ქვეყანაში „ინდური" შტამის გავრცელება სწრაფად ხდება
გამყრელიძე: ქვეყანაში „ინდური" შტამის გავრცელება სწრაფად ხდება
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგის აზრით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T16:50+0400
2021-07-21T16:50+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270909_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_4b01f23377658fbc6ee19db43b3377ab.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობიდან 30–40% უკვე ე.წ. ინდურ შტამზე მოდის და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება სერიოზულად გაუარესდა, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება. „საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები გამეორებაა იმ ვითარების, რაც მაისის პიკის დროს და ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და იქ, სადაც ბევრი ადამიანია შეკრებილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, მოერიდონ დიდ თავყრილობებს. მისი თქმით, დღეისათვის საქართველოს დღეში 15–20 ათასი ადამიანის აცრის შესაძლებლობა აქვს.„ეპიდვითარების გაუარესება ასე თუ გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავს. ჩვენ უკვე „წითელ ხაზებს“ ვკვეთთ, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია და ასევე გახშირდა ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2.415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღით კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.616 შეადგინა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 393 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 368 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 5.618 პაციენტი.ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.
https://sputnik-georgia.com/20210721/xundadze-Pfizer-molodinshi-chinuri-vaqcinebis-aqtualoba-daeca-252377231.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270909_134:252:1932:1600_1920x0_80_0_0_cf0b99f0207d517af334a02343e726bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
გამყრელიძე: ქვეყანაში „ინდური" შტამის გავრცელება სწრაფად ხდება
16:50 21.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ეპიდემიოლოგის აზრით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობიდან 30–40% უკვე ე.წ. ინდურ შტამზე მოდის და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება სერიოზულად გაუარესდა, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება.
„საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები გამეორებაა იმ ვითარების, რაც მაისის პიკის დროს და ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და იქ, სადაც ბევრი ადამიანია შეკრებილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, მოერიდონ დიდ თავყრილობებს. მისი თქმით, დღეისათვის საქართველოს დღეში 15–20 ათასი ადამიანის აცრის შესაძლებლობა აქვს.
„ეპიდვითარების გაუარესება ასე თუ გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავს. ჩვენ უკვე „წითელ ხაზებს“ ვკვეთთ, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია და ასევე გახშირდა ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2.415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღით კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.616 შეადგინა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 393 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 368 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 5.618 პაციენტი.
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.