https://sputnik-georgia.com/20210726/atmisa-da-vaSlatamas-mzardi-eqsporti-sami-Tvis-monacemebi-252428238.html
ატმისა და ვაშლატამას მზარდი ექსპორტი: გამოქვეყნდა სამი თვის მონაცემები
ატმისა და ვაშლატამას მზარდი ექსპორტი: გამოქვეყნდა სამი თვის მონაცემები
Sputnik საქართველო
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და... 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T21:33+0400
2021-07-26T21:33+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23220/50/232205077_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_37455ccc65537656ba54ad0bf32a4da6.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16,9 მლნ აშშ დოლარის 18,9 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სეზონის დაწყებიდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6,3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 5,9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11.935 ტონა) და სომხეთში (5.872 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა).ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.წელს ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, შარშანდელი 23-ის ნაცვლად, 36 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. სამაცივრე მეურნეობებში ატმის ჩაბარების ფასი 1 ლარიდან 1,4 ლარამდეა, ხოლო ვაშლატამასი – 1,8 ლარამდე.2020 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, აქედან მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.
https://sputnik-georgia.com/20210720/saqartvelodan-mocvis-eqsporti-gaizarda-252365505.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23220/50/232205077_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_695237a9205388e4f2b69bd8aa180672.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ატმისა და ვაშლატამას მზარდი ექსპორტი: გამოქვეყნდა სამი თვის მონაცემები
21:33 26.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურები
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16,9 მლნ აშშ დოლარის 18,9 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული,
იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სეზონის დაწყებიდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6,3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 5,9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11.935 ტონა) და სომხეთში (5.872 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა).
ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.
წელს ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, შარშანდელი 23-ის ნაცვლად, 36 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. სამაცივრე მეურნეობებში ატმის ჩაბარების ფასი 1 ლარიდან 1,4 ლარამდეა, ხოლო ვაშლატამასი – 1,8 ლარამდე.
2020 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, აქედან მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.