https://sputnik-georgia.com/20210726/TbilisSi-mamakaci-bankSi-saventilacio-milidan-Seipara-252427750.html
თბილისში მამაკაცი ბანკში სავენტილაციო მილიდან შეიპარა
თბილისში მამაკაცი ბანკში სავენტილაციო მილიდან შეიპარა
Sputnik საქართველო
მამაკაცი ბანკში გასაქურდად შეიპარა, თუმცა ფულის წაღება ვერ მოახერხა. სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T20:03+0400
2021-07-26T20:03+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1c/251590331_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_03112ac72be80f046f25addc8e2ffbc2.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „VTB ბანკის“ ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცი სავენტილაციო მილიდან ბანკის გასაქურდად შეიპარა და შემდეგ იმავე გზით გაიპარა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.ბანკში შეპარული მამაკაცი დილით სამსახურში მისულმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. მამაკაცი მათ დაემუქრა, რომ სახეში ნავთს შეასხამდა, რის შემდეგაც თანამშრომლებმა შენობა დატოვეს და პოლიცია გამოიძახეს.ბანკში მისულ პოლიციას მამაკაცი იქ აღარ დახვდა. მან შენობა ისევ სავენტილაციო მილების საშუალებით დატოვა. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა. მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. თვითმხილველების თქმით, მას სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19-177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
https://sputnik-georgia.com/20210722/xalid-hoseini-252392887.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1c/251590331_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_affac322e4af153898fc72992b8b484e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
თბილისში მამაკაცი ბანკში სავენტილაციო მილიდან შეიპარა
20:03 26.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) მამაკაცი ბანკში გასაქურდად შეიპარა, თუმცა ფულის წაღება ვერ მოახერხა. სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ.
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „VTB ბანკის“ ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცი სავენტილაციო მილიდან ბანკის გასაქურდად შეიპარა და შემდეგ იმავე გზით გაიპარა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ბანკში შეპარული მამაკაცი დილით სამსახურში მისულმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. მამაკაცი მათ დაემუქრა, რომ სახეში ნავთს შეასხამდა, რის შემდეგაც თანამშრომლებმა შენობა დატოვეს და პოლიცია გამოიძახეს.
ბანკში მისულ პოლიციას მამაკაცი იქ აღარ დახვდა. მან შენობა ისევ სავენტილაციო მილების საშუალებით დატოვა.
მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა. მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. თვითმხილველების თქმით, მას სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19-177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.