https://sputnik-georgia.com/20210725/mkvleloba-zugdidSi-sasamarTlom-65-wlis-mamakacs-patimroba-Seufarda-252418363.html
მკვლელობა ზუგდიდში: სასამართლომ 65 წლის ბიზნესმენს პატიმრობა შეუფარდა
მკვლელობა ზუგდიდში: სასამართლომ 65 წლის ბიზნესმენს პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულის გათავისუფლებას 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 25.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-25T19:44+0400
2021-07-25T19:44+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/84/246828419_0:299:2016:1433_1920x0_80_0_0_6d7f3cac88e48990a5a2d3a4502bf2eb.jpg
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 65 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულის გათავისუფლებას 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.სამართალდამცველებმა ზუგდიდში 65 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 23 ივლისს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო მიმდინარე წლის 23 ივლისს ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მამა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა და ტარება. ჩადენილი დანაშაული 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210723/zugdidshi-avtogasamart-sadgurze-mamakacma-biznes-partniori-mokla-252406304.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/84/246828419_0:0:2016:1512_1920x0_80_0_0_8f162ff9c32773dab7294d42a8032191.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
მკვლელობა ზუგდიდში: სასამართლომ 65 წლის ბიზნესმენს პატიმრობა შეუფარდა
19:44 25.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულის გათავისუფლებას 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 65 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულის გათავისუფლებას 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
სამართალდამცველებმა ზუგდიდში 65 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 23 ივლისს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო მიმდინარე წლის 23 ივლისს ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მამა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა და ტარება.
ჩადენილი დანაშაული 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.