ბიზნესი ვერ გაიყვეს: ავტოგასამართ სადგურზე მამაკაცმა ბიზნეს-პარტნიორი მოკლა

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
ბრალდებულის მსხვერპლი მამა-შვილი აღმოჩნდა, რომლებიც ბიზნეს-შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. მამა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, შვილი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ზუგდიდში 65 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო მიმდინარე წლის 23 ივლისს ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მამა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, შვილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციამ ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავა. მას 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0