https://sputnik-georgia.com/20210725/meriam-vakis-parkis-Sadrevnebis-remontze-gamoyofili-Tanxa-Seamcira-252416154.html
მერიამ ვაკის პარკში შადრევნების რემონტზე გამოყოფილი თანხა შეამცირა
მერიამ ვაკის პარკში შადრევნების რემონტზე გამოყოფილი თანხა შეამცირა
Sputnik საქართველო
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღეში უნდა დაასრულოს და, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები 24 საათიან... 25.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-25T09:30+0400
2021-07-25T09:30+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/64/248536469_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_4fb00de965769fd7feb826acc764b524.jpg
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. თბილისის მერიამ ვაკის პარკში შადრევნების კასკადის შეკეთებაზე გამოაცხადა განმეორებითი ელექტრონული ტენდერი შემცირებული თანხით, ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.პირველი ტენდერი 11,6 მილიონი ლარის თანხაზე 17 ივნისს გამოცხადდა, მაგრამ მასში მონაწილეობის მსურველები არ გამოჩნდნენ.ახლა მერიამ 10,9 მილიონი ლარის თანხაზე განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა.ვაკის პარკში შადრევნებისა და კასკადის აღდგენის სამუშაოები თბილისის ბიუჯეტიდან 2021-2023 წლებში დაფინანსდება. 2021 წელს აღნიშნულ სამუშაოებზე დაიხარჯება 2,8 მილიონი ლარი, 2022 წელს - 7,8 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს - 248,8 ათასი ლარი.ამავდროულად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღეში უნდა დაასრულოს და, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში აწარმოოს.განაცხადების მიღება 8 – დან 13 აგვისტომდე გაგრძელდება. როგორც ტენდერის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, ობიექტის მიღების მომენტიდან სამუშაოების ჩაბარებამდე კომპანიას ორი წლის ვადა ეძლევა.2021 წლის თებერვლის დასაწყისიდან ვაკის პარკი მთლიანად დაიხურა სრულმასშტაბიან რემონტზე.
https://sputnik-georgia.com/20210630/broweulis-skvers-sruli-reabilitacia-Cautardeba-252172777.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/64/248536469_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_88aa133854aa8f3e9f43173722b9aa86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
მერიამ ვაკის პარკში შადრევნების რემონტზე გამოყოფილი თანხა შეამცირა
09:30 25.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღეში უნდა დაასრულოს და, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში აწარმოოს.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. თბილისის მერიამ ვაკის პარკში შადრევნების კასკადის შეკეთებაზე გამოაცხადა განმეორებითი ელექტრონული ტენდერი შემცირებული თანხით, ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
ვებგვერდზე.
პირველი ტენდერი 11,6 მილიონი ლარის თანხაზე 17 ივნისს გამოცხადდა, მაგრამ მასში მონაწილეობის მსურველები არ გამოჩნდნენ.
ახლა მერიამ 10,9 მილიონი ლარის თანხაზე განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა.
ვაკის პარკში შადრევნებისა და კასკადის აღდგენის სამუშაოები თბილისის ბიუჯეტიდან 2021-2023 წლებში დაფინანსდება. 2021 წელს აღნიშნულ სამუშაოებზე დაიხარჯება 2,8 მილიონი ლარი, 2022 წელს - 7,8 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს - 248,8 ათასი ლარი.
ამავდროულად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღეში უნდა დაასრულოს და, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში აწარმოოს.
განაცხადების მიღება 8 – დან 13 აგვისტომდე გაგრძელდება. როგორც ტენდერის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, ობიექტის მიღების მომენტიდან სამუშაოების ჩაბარებამდე კომპანიას ორი წლის ვადა ეძლევა.
2021 წლის თებერვლის დასაწყისიდან ვაკის პარკი მთლიანად დაიხურა სრულმასშტაბიან რემონტზე.