გლდანში „ბროწეულის სკვერს" სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

© Tbilisi City Hallსკვერი
სკვერი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისში მოეწყო და გარემონტდა 1.000 სკვერი, 15 პარკი და 60 მწვანე კუნძული. ჯამში ამ ტერიტორიების ფართობი 100 ჰექტარს შეადგენს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერის განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მერის განცხადებით, სკვერი დაახლოებით 10 ათას კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და ის ყველა ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი.

„აქ არსებული სივრცე დღესაც გამოიყენება, მაგრამ არსებული მდგომარეობა იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს არ შეესაბამება, რაც დედაქალაქის მერიას სკვერების მოწყობის მიმართულებით აქვს", – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის პროექტი – ცენტრალური პარკი იპოდრომის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
კალაძემ დედაქალაქში პარკების კულტურის განვითარებაზე ისაუბრა

რეაბილიტაციის ფარგლებში ე.წ. ბროწეულის სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთისა და ჭადრაკის მაგიდები; ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი. ასევე სასმელი წყლის სოკოები და ფიტნეს-ზონა.

ასევე დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სხვადასხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დამონტაჟდება უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ვიდეოკამერები.

კალაძემ დედაქალაქში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღინიშნა, რომ 2018 წლიდან დღემდე დედაქალაქში განახლდა 1.000 მწვანე სივრცე, მათ შორის პარკები, სკვერები და გზაგამყოფები.

დედაქალაქის მერის თქმით, 2017 წლის არჩევნებიდან მოყოლებული პრიორიტეტი თბილისში არსებული რეკრეაციული ზონების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ყველა ახალი ამბავი
0