ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეზე ბრალი კიდევ ერთ ადამიანს წარედგინა

© Sputnik / STRINGERდაკავებები
დაკავებები - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
„TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის ხუთს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. პროკურატურამ 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი პირები თავს დაესხნენ ალექსანდრე ლაშქარავას და ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
5 ივლისის საქმე: ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა მამაკაცი 23 ივლისს დააკავეს და მას  ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის ხუთს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 29 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
„პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმა:  ბრალდება კიდევ ერთ პირს წარედგინა
„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
საპატრიარქომ ნებართვა გასცა – არ შეუშვან ჟურნალისტები ტაძრების ტერიტორიაზე
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მისი მონაწილეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს თავდასხმის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0