5 ივლისის საქმე: ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
5-6 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე სულ 29 პირია დაკავებული.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე განხორციელებული ძალადობისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიება 30 წლის მამაკაცს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისში, ორგანიზაცია „სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
„პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმა:  ბრალდება კიდევ ერთ პირს წარედგინა
უწყების ცნობით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი, კერძოდ:
  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 25 პირი;
  • „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
საპატრიარქომ ნებართვა გასცა – არ შეუშვან ჟურნალისტები ტაძრების ტერიტორიაზე
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მათ შორის იყო ლექსო ლაშქარავაც, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი 5 ივლისის საქმეზე ამ დროისათვის 52 ადამიანს მიენიჭა. აქედან 42 ჟურნალისტია.
ყველა ახალი ამბავი
0