„პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმა:  ბრალდება კიდევ ერთ პირს წარედგინა

© Sputnik / STRINGERაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
რადიკალური დაჯგუფებების დაკავებულ წევრს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ  „პირველი არხის" ოპერატორ ილია თვალიაშვილისთვის  პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
„პირველი არხის“ ოპერატორზე ძალადობისთვის 34 წლის მამაკაცია დაკავებული
ტელეოპერატორს 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა ორივე თვალი დაუზიანეს, იგი ცალი თვალით დაბრმავდა და უცნობია შეძლებს თუ არა სამუშაოს დაუბრუნდეს. თვალიაშვილის განმარტებით, იგი რამდენიმე ადამიანმა ალყაში მოაქცია და სცემა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 ივლისს დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული და რადიკალური დაჯგუფებების რამდენიმე წარმომადგენელი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ ოპერატორს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რათა მას არ გადაეღო და არ გაევრცელებინა მათი აგრესიული ქმედებები.
პროკურატურამ ტელეოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალი სამი მუხლით წაუყენა – „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით", „ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით" და „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა". 
დაპირისპირება 2021 წლის 6 ივლისს - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
5 ივლისის აქციაზე „პირველი არხის“ ნაცემი ოპერატორი ცალი თვალით დაბრმავდა
ამ ეტაპზე 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი 28 პირს წარედგინა. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მისი მონაწილეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს თავდასხმის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0