https://sputnik-georgia.com/20210723/operatorze-TavdasxmisTvis-34-wlis-mamakaci-daakaves-252398837.html
„პირველი არხის“ ოპერატორზე ძალადობისთვის 34 წლის მამაკაცია დაკავებული
„პირველი არხის“ ოპერატორზე ძალადობისთვის 34 წლის მამაკაცია დაკავებული
Sputnik საქართველო
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს, ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით შსს... 23.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-23T13:19+0400
2021-07-23T13:19+0400
2021-10-19T18:01+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_17c9f9e57c002bdc06b5ee0fb27038d3.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს „პირველი არხის" ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის გამო 34 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს „პირველი არხის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 პირი, კერძოდ:• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 24 პირი;• „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.შსს-ს განცხადებით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს, ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.
https://sputnik-georgia.com/20210723/rodis-daakaveben-Jurnalistebze-Tavdasxmebis-organizatorebs-gomelauris-ganmarteba-252395336.html
https://sputnik-georgia.com/20210721/5-ivlisis-movlenebi-brali-or-pirs-waredgina-252381262.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_eb8e4720fd3f8ea128dead51962dc1e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
„პირველი არხის“ ოპერატორზე ძალადობისთვის 34 წლის მამაკაცია დაკავებული
13:19 23.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს, ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით შსს საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს განაგრძობს.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს „პირველი არხის" ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის გამო 34 წლის მამაკაცი დააკავეს,
იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს „პირველი არხის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 პირი, კერძოდ:
• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 24 პირი;
• „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
შსს-ს განცხადებით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს, ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.