https://sputnik-georgia.com/20210725/TurqeTis-moqalaqes-uzbeki-migranti-saqarTvelodan-ukanonod-gadahyavda-252417522.html
თურქეთის მოქალაქეს უზბეკი მიგრანტი საქართველოდან უკანონოდ გადაჰყავდა
თურქეთის მოქალაქეს უზბეკი მიგრანტი საქართველოდან უკანონოდ გადაჰყავდა
Sputnik საქართველო
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტები აღკვეთა. 25.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-25T14:48+0400
2021-07-25T14:48+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22882/62/228826294_0:61:1201:736_1920x0_80_0_0_53b10e2655145cf061697491c3e00ec4.jpg
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე (საქართველო-თურქეთის საზღვარი) მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტ „ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს, იუწყება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა საქართველოში მყოფი მიგრანტის, უზბეკეთის მოქალაქის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა თურქეთის მიმართულებით. განზრახვის აღსრულების მიზნით, მან მიგრანტი თავისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილში, საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის მოათავსა, რამაც მიგრანტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.პოლიციამ, ორივე მათგანი იმ დროს დააკავა, როცა ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საბაჟო გამშვები პუნქტ „ვალეს" გავლით ცდილობდნენ.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით.
https://sputnik-georgia.com/20210601/ra-unda-gaitvaliswinot-saqartvelo-turqetis-sazgvris-kvetisas-251901715.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22882/62/228826294_0:0:981:736_1920x0_80_0_0_5ae54d57fd993bcc42d6c3d258b3d6ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
თურქეთის მოქალაქეს უზბეკი მიგრანტი საქართველოდან უკანონოდ გადაჰყავდა
14:48 25.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტები აღკვეთა.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე (საქართველო-თურქეთის საზღვარი) მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტ „ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს, იუწყება
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა საქართველოში მყოფი მიგრანტის, უზბეკეთის მოქალაქის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა თურქეთის მიმართულებით. განზრახვის აღსრულების მიზნით, მან მიგრანტი თავისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილში, საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის მოათავსა, რამაც მიგრანტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
პოლიციამ, ორივე მათგანი იმ დროს დააკავა, როცა ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საბაჟო გამშვები პუნქტ „ვალეს" გავლით ცდილობდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით.