https://sputnik-georgia.com/20210724/saeklesio-kalendari-24-ivlisi-246034731.html
საეკლესიო კალენდარი: 24 ივლისი
საეკლესიო კალენდარი: 24 ივლისი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ივლისს მოწამე კინდევს ხუცის და მოციქულთა სწორის, ოლღას, ნათლისღებით ელენეს ხსენების დღეს აღნიშნავს. 24.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-24T09:00+0400
2021-07-24T09:00+0400
2021-10-19T17:02+0400
რელიგია
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/45/246034552_28:0:2974:1657_1920x0_80_0_0_34dcf1676d1277cdec5952b2509efebe.jpg
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარშიწმიდა მოწამე კინდევს ხუცესიწმიდა მოწამე კინდევს ხუცესი პამფილიის სოფელ სიდაში მსახურობდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა სასტიკი დევნისას იგი შეიპყრეს და ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მხედრები, რომლებსაც ნეტარი სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაში ტყისმჭრელს გადაეყარნენ და ძალით წაართვეს შეშის დიდი შეკვრა კოცონის დასანთებად. კინდევსმა ჯიბიდან ოცდაათი სპილენძის მონეტა ამოიღო და გაუწოდა დამაშვრალ მუშაკს, შემდეგ კი ტვირთი მხრებზე მოიგდო და თავად მიიტანა დასჯის ადგილამდე. ამ დროს საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა, წამოვიდა წვიმა და კოცონი ჩააქრო. როცა ქარიშხალი ჩადგა, ნეტარმა მარტვილმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წარმართმა ქურუმმა, რომელიც ესწრებოდა კინდევსის წამებას, მისი ქადაგების გავლენით მეუღლესთან ერთად ირწმუნა ქრისტე. ახალმოქცეულებმა მოწამის ცხედარი პატივით მიაბარეს მიწას.მოციქულთასწორი ოლღა - წმიდა ნათლისღებით ელენე წმიდა მოციქულთასწორი ოლღა, იზბორსკების დიდებული გვარის ჩამომავალი, კიევის დიდი მთავრის, იგორის მეუღლე იყო. ამ უკანასკნელის მკვლელობის (+945) შემდეგ ტახტის მემკვიდრის, სვიატოსლავის მცირეწლოვანების გამო ხელისუფლების სადავეები ოლღას გადაეცა. მომავალი წმიდანი კერპთაყვანისმცემელთა გარემოცვაში იყო აღზრდილი, წარმართული ზნე-ჩვეულებანი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომაც სასტიკად იძია შური მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე - მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, მოაოხრა და გადაწვა, ათასობით ადამიანი ამოჟლიტა, ბევრიც ტყვედ ჩაიგდო... ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას... იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს...ამ დროს ქრისტიანული სარწმუნოება უკვე იწყებდა გავრცელებას კიევში. ქალაქში აღმართული იყო პირველი მართლმორწმუნე მთავრის - ასკოლდის მიერ აგებული წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, ღვთისმსახურება სლავურად აღესრულებოდა, არსებობდა სლავური სახარებაც... ოლღას მოსწონდა მართლმადიდებელთა ცხოვრების წესი, ბიზანტიის მაგალითზე იმასაც ხედავდა, რომ ხალხის სულიერებაში წარმატება ქვეყნის სიმტკიცის საწინდარი იყო, ამიტომაც საბერძნეთს მიაშურა ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოსაძიებლად. კონსტანტინოპოლში ოლღაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანული საყდრების დიდებულებამ, ღვთისმსახურებასაც დაესწრო წმიდა სოფიასა და ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრებში... მისი გული გაიხსნა ქრისტესთვის და გადაწყვიტა, მონათლულიყო. წმიდა საიდუმლო კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა თეოფილაქტემ (933-956) აღასრულა, მიმრქმელი კი თავად იმპერატორი - კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) იყო. ახალნათელღებულს ელენე დაარქვეს წმიდა მოციქულთასწორი დედოფლის, კონსტანტინე დიდის დედის, ელენეს პატივსაცემად.ოლღა დარჩა ბიზანტიაში და საფუძვლიანად გაეცნო ქრისტეს სჯულს.ოლღამ კერპთმსახურ შვილს დაუთმო ტახტი, თვითონ კი მხოლოდ კიევში მისი არყოფნის დროს განაგებდა სამთავროს. ერთხელ წმინდანი სვიატოსლავის ჩამოსვლამდე თვითონ ხელმძღვანელობდა კიეველთა ბრძოლას მომხდური პაჭანიკების წინააღმდეგ.წმიდა ოლღა 969 წელს მიიცვალა. მართალია, ოლღამ ვერ შეძლო თავის ქვეყნის გაქრისტიანება, მაგრამ დიდი ღვაწლი გასწია ამ მოვლენის დასაჩქარებლად. ამიტომაც უწოდეს მოციქულთასწორი.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
https://sputnik-georgia.com/20210723/saeklesio-kalendari-23-ivlisi-246023227.html
https://sputnik-georgia.com/20210722/saeklesio-kalendari-246012599.html
https://sputnik-georgia.com/20210721/saeklesio-kalendari-245999883.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/45/246034552_396:0:2605:1657_1920x0_80_0_0_ec5c5f68fb31ebc74f7877beb1d4e992.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, საეკლესიო კალენდარი, საქართველო
რელიგია, საეკლესიო კალენდარი, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 24 ივლისი
09:00 24.07.2021 (განახლებულია: 17:02 19.10.2021) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ივლისს მოწამე კინდევს ხუცის და მოციქულთა სწორის, ოლღას, ნათლისღებით ელენეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
წმიდა მოწამე კინდევს ხუცესი
წმიდა მოწამე კინდევს ხუცესი პამფილიის სოფელ სიდაში მსახურობდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა სასტიკი დევნისას იგი შეიპყრეს და ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მხედრები, რომლებსაც ნეტარი სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაში ტყისმჭრელს გადაეყარნენ და ძალით წაართვეს შეშის დიდი შეკვრა კოცონის დასანთებად. კინდევსმა ჯიბიდან ოცდაათი სპილენძის მონეტა ამოიღო და გაუწოდა დამაშვრალ მუშაკს, შემდეგ კი ტვირთი მხრებზე მოიგდო და თავად მიიტანა დასჯის ადგილამდე. ამ დროს საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა, წამოვიდა წვიმა და კოცონი ჩააქრო. როცა ქარიშხალი ჩადგა, ნეტარმა მარტვილმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წარმართმა ქურუმმა, რომელიც ესწრებოდა კინდევსის წამებას, მისი ქადაგების გავლენით მეუღლესთან ერთად ირწმუნა ქრისტე. ახალმოქცეულებმა მოწამის ცხედარი პატივით მიაბარეს მიწას.
მოციქულთასწორი ოლღა - წმიდა ნათლისღებით ელენე
წმიდა მოციქულთასწორი ოლღა, იზბორსკების დიდებული გვარის ჩამომავალი, კიევის დიდი მთავრის, იგორის მეუღლე იყო. ამ უკანასკნელის მკვლელობის (+945) შემდეგ ტახტის მემკვიდრის, სვიატოსლავის მცირეწლოვანების გამო ხელისუფლების სადავეები ოლღას გადაეცა. მომავალი წმიდანი კერპთაყვანისმცემელთა გარემოცვაში იყო აღზრდილი, წარმართული ზნე-ჩვეულებანი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომაც სასტიკად იძია შური მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე - მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, მოაოხრა და გადაწვა, ათასობით ადამიანი ამოჟლიტა, ბევრიც ტყვედ ჩაიგდო... ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას... იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს...
ამ დროს ქრისტიანული სარწმუნოება უკვე იწყებდა გავრცელებას კიევში. ქალაქში აღმართული იყო პირველი მართლმორწმუნე მთავრის - ასკოლდის მიერ აგებული წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, ღვთისმსახურება სლავურად აღესრულებოდა, არსებობდა სლავური სახარებაც... ოლღას მოსწონდა მართლმადიდებელთა ცხოვრების წესი, ბიზანტიის მაგალითზე იმასაც ხედავდა, რომ ხალხის სულიერებაში წარმატება ქვეყნის სიმტკიცის საწინდარი იყო, ამიტომაც საბერძნეთს მიაშურა ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოსაძიებლად. კონსტანტინოპოლში ოლღაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანული საყდრების დიდებულებამ, ღვთისმსახურებასაც დაესწრო წმიდა სოფიასა და ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრებში... მისი გული გაიხსნა ქრისტესთვის და გადაწყვიტა, მონათლულიყო. წმიდა საიდუმლო კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა თეოფილაქტემ (933-956) აღასრულა, მიმრქმელი კი თავად იმპერატორი - კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) იყო. ახალნათელღებულს ელენე დაარქვეს წმიდა მოციქულთასწორი დედოფლის, კონსტანტინე დიდის დედის, ელენეს პატივსაცემად.
ოლღა დარჩა ბიზანტიაში და საფუძვლიანად გაეცნო ქრისტეს სჯულს.
ოლღამ კერპთმსახურ შვილს დაუთმო ტახტი, თვითონ კი მხოლოდ კიევში მისი არყოფნის დროს განაგებდა სამთავროს. ერთხელ წმინდანი სვიატოსლავის ჩამოსვლამდე თვითონ ხელმძღვანელობდა კიეველთა ბრძოლას მომხდური პაჭანიკების წინააღმდეგ.
წმიდა ოლღა 969 წელს მიიცვალა. მართალია, ოლღამ ვერ შეძლო თავის ქვეყნის გაქრისტიანება, მაგრამ დიდი ღვაწლი გასწია ამ მოვლენის დასაჩქარებლად. ამიტომაც უწოდეს მოციქულთასწორი.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.