https://sputnik-georgia.com/20210724/qarTuli-warmomavlobis-frang-Ziudoists-gamarjveba-safrangeTis-prezidentma-miuloca-252414939.html
ქართული წარმომავლობის ფრანგ ძიუდოისტს გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა
ქართული წარმომავლობის ფრანგ ძიუდოისტს გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა
Sputnik საქართველო
ძიუდოისტი ლუკა მხეიძე უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთის სახელით ასპარეზობს. ოლიმპიურ თამაშებზე ის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 24.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-24T19:07+0400
2021-07-24T19:07+0400
2021-07-24T19:09+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23571/04/235710413_0:118:2972:1799_1920x0_80_0_0_1e78aef7efe87c875a4ce6c04206a6cf.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ტოკიოს ოლიმპიადაზე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტ ლუკა მხეიძის წარმატებას Twitter-ში გამოეხმაურა.აღსანიშნავია, რომ ლუკა მხეიძემ საფრანგეთის დელეგაციას პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა. ძიუდოისტმა, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ოლიმპიადაზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელი კიმ ვონ ჯინი დაამარცხა.საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ლუკას წარმატებით ამაყობს.„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, სიამაყეს გრძნობს“, - წერს ემანუელ მაკრონი.მაკრონის განცხადებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.„საფრანგეთს პირველი ოლიმპიური მედალი ლუკა მხეიძემ მიართვა!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი თავის Facebook-გვერდზე.ლუკა მხეიძემ საქართველო 12 წლის ასაკში დატოვა და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც სწორედ საფრანგეთის სახელით მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20210724/marcxi-damatebiT-droSi-luxum-CxvimianisTvis-olimpiada-dasrulda-252413025.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23571/04/235710413_0:24:2972:1893_1920x0_80_0_0_13a395facbce8aaaa2dccdd129391641.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
ქართული წარმომავლობის ფრანგ ძიუდოისტს გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა
19:07 24.07.2021 (განახლებულია: 19:09 24.07.2021) ძიუდოისტი ლუკა მხეიძე უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთის სახელით ასპარეზობს. ოლიმპიურ თამაშებზე ის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ტოკიოს ოლიმპიადაზე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტ ლუკა მხეიძის წარმატებას Twitter-ში
გამოეხმაურა.
აღსანიშნავია, რომ ლუკა მხეიძემ საფრანგეთის დელეგაციას პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა. ძიუდოისტმა, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ოლიმპიადაზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელი კიმ ვონ ჯინი დაამარცხა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ლუკას წარმატებით ამაყობს.
„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, სიამაყეს გრძნობს“, - წერს ემანუელ მაკრონი.
მაკრონის განცხადებას მალევე
გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„საფრანგეთს პირველი ოლიმპიური მედალი ლუკა მხეიძემ მიართვა!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი თავის
Facebook-გვერდზე.
ლუკა მხეიძემ საქართველო 12 წლის ასაკში დატოვა და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც სწორედ საფრანგეთის სახელით მიიღო.