ქართული კრივი ოლიმპიადაზე: ესკერხან მადიევმა ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

© photo: Boxing Federation Of Georgia / FBესკერხან მადიევი
ესკერხან მადიევი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
მადიევმა საწყის ეტაპზე აზერბაიჯანის წარმომადგენელი გამოთიშა ასპარეზობას. ქართველი მოკრივე შემდეგ ორთაბრძოლას 27 ივლისს გამართავს.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივე ესკერხან მადიევმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო.
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა
23 წლის მადიევი პირველ ეტაპზე აზერბაიჯანელ ლორენსო სოტომაიორს შეხვდა და ორთაბრძოლა ვადაზე ადრე მოუგო. აღსანიშნავია, რომ სოტომაიორი, რომელიც  წარმოშობით კუბელია, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.
პირველი ორი რაუნდის შემდეგ მადიევის უპირატესობა გამოიკვეთა. მესამე რაუნდში, როდესაც ესკერხანი უკვე 2:0-ს იგებდა, მსაჯმა მეტოქის ტრავმის გამო ბრძოლა შეაჩერა. შედეგად ქართველი მებრძოლი მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე უგანდელი ბვოგი შადირი (BWOGI Shadiri) იქნება.
აღნიშნული შეხვედრა 27 ივლისს, „კოკუგიკან არენაზე“ (Kokugikan Arena) გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0