ნიკა მელიამ თბილისში მერობის კანდიდატის რანგში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო

© AP Photo / Shakh Aivazovნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზება არჩევნებზე.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, რომელსაც მხარს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უჭერს, თავისი წინასაარჩევნო კამპანია ვარკეთილში ამომრჩევლებთან შეხვედრით დაიწყო.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი არ არის: ოპოზიციის და მმართველი პარტიის რეაქციები
ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად პარასკევს ოპოზიციის ნაწილმა წარადგინა.
„საარჩევნო კამპანია დაიწყო. დაიწყო და დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. ეს არ არის ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, ეს არ არის ჩვეულებრივი საარჩევნო პერიოდი. ეს არის ის არჩევნები, რომელიც კარს მომდგარია, სადაც გადაწყდება ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქალაქის მომავალი, მინიმუმ 10 წლის პერსპექტივით“, - განაცხადა მელიამ.
ამასთან მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზება არჩევნებზე, რათა ყველა მივიდეს საარჩევნო უბანზე და თავისი არჩევანი დააფიქსიროს.
მელიას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას დაემთხვა ქალაქში პლაკატების გამოჩენა, რომელიც მისი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აგიტაციას წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ მერიამ უკვე დაიწყო ამ პლაკატების ჩამოხსნა და დამნაშავეების დასჯაც კი დააანონსა, ოპოზიციის კანდიდატმა მომხდარში თავისი კონკურენტი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დაადანაშაულა.
მელიას თქმით, მერის პოსტზე მისი ამოცანა იქნება ქალაქი სიძულვილის გამოხატვისგან გათავისუფლება.
წინასაარჩევნო რეკლამა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
თბილისის მერის არჩევნები - მოძებნის თუ არა ოპოზიცია კახა კალაძის საპირწონეს
„ჩვენი შვილები, ჩემი შვილი, რომელიც წელს სკოლაში უნდა წავიდეს და მაგალითად კახა კალაძის შვილები ერთად უნდა ცხოვრობდნენ და ერთად მოუწევთ ცხოვრება ამ ქალაქში... ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც სიძულვილი არ ჭარბობს, სადაც არ არის შურისძიება და არის მიტევება... ამისთვის საჭიროა საღი აზრის ფარგლებში მოვექცეთ ყველა და ამ ზიზღის კამპანიის შესაძლებლობა და გასაქანი ხელისუფლებას არ მივცეთ“, - განაცხადა მელიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ არ სურს იყოს ქალაქის არაობიექტური მერი.
„მინდა, ვიყო ქალაქის ის მერი, რომელიც ზუსტად ისეთნაირად გაუწოდებს დახმარების ხელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, აქტივისტსაც კი, აი, იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც გუშინ ღამით დაიქირავეს და ქალაქი მორთეს ამ ზიზღის პლაკატებით. მინდა, ვიყო ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის მერი“, - განაცხადა მელიამ.
მმართველ პარტიაში მელიას კალაძის კონკურენტად არ განიხილავენ და აცხადებენ, რომ მათი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
 
ყველა ახალი ამბავი
0