https://sputnik-georgia.com/20210724/leiboristul-partias-arCevnebze-merobis-sakuTari-kandidati-eyoleba-252413298.html
ლეიბორისტულ პარტიას არჩევნებზე მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება
ლეიბორისტულ პარტიას არჩევნებზე მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება
Sputnik საქართველო
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი, წინასაარჩევნო კამპანია თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. 24.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-24T15:30+0400
2021-07-24T15:30+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23760/33/237603377_0:30:999:595_1920x0_80_0_0_3f471f65da4ca956be1d26ce33008c96.jpg
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. „ლეიბორისტული პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, პოლიტიკურ ძალას ეყოლება როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატები, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ცესკო ასევე დაითვლის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხმებს და თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.„გვეყოლება დამოუკიდებელი კანდიდატები, მერობისაც, მაჟორიტარებისაც, სიის თვალსაზრისითაც. „ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გუგავამ, მაგრამ კონკრეტული კანდიდატები არ დაუსახელებია.მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია, რომელიც არ შევიდა პარლამენტში და დარჩა „ერთადერთ პრინციპულ ძალად“.„ვერ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სამწუხაროდ შევიდნენ პარლამენტში და არ აპირებენ იქედან გამოსვლას“, - განაცხადა გუგავამ.ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დაასახელა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მოძრაობა „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას კანდიდატურა დასახელდა, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე–მერობისთვის იბრძოლებს. აღნიშნულ კანდიდატურებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უჭერს მხარს.ცნობილია, რომ ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვერ იქნება - „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ამ დროისთვის მხოლოდ საკუთარი პარტიისა და საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა–ძალა ერთობაშია" შემავალი ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა და მანდატი აქვს.რაც შეეხება მმართველ პარტიას, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებზე ძლიერი და მეტად პოპულარული კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა, ის თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის ალბათობას არც კი განიხილავს. მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.„ქართული ოცნება" არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდი ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 48%-ის მიღებას აპირებს.
https://sputnik-georgia.com/20210723/pozicia-opoziciis-reaqciebi-meliastan-dakavshirebit-252410671.html
https://sputnik-georgia.com/20210722/arvelaZe-gaxarias-partiis-kandidati-Tbilisis-meris-postze-252390429.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23760/33/237603377_0:0:999:629_1920x0_80_0_0_613e6092d93897eba9c9d7d89e30d8d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ლეიბორისტულ პარტიას არჩევნებზე მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება
15:30 24.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი, წინასაარჩევნო კამპანია თანდათან აქტიურ ფაზაში შედის.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. „ლეიბორისტული პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, პოლიტიკურ ძალას ეყოლება როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატები, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ცესკო ასევე დაითვლის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხმებს და თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
„გვეყოლება დამოუკიდებელი კანდიდატები, მერობისაც, მაჟორიტარებისაც, სიის თვალსაზრისითაც. „ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გუგავამ, მაგრამ კონკრეტული კანდიდატები არ დაუსახელებია.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია, რომელიც არ შევიდა პარლამენტში და დარჩა „ერთადერთ პრინციპულ ძალად“.
„ვერ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სამწუხაროდ შევიდნენ პარლამენტში და არ აპირებენ იქედან გამოსვლას“, - განაცხადა გუგავამ.
ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დაასახელა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მოძრაობა „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას კანდიდატურა დასახელდა, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე–მერობისთვის იბრძოლებს. აღნიშნულ კანდიდატურებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უჭერს მხარს.
ცნობილია, რომ ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვერ იქნება - „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ამ დროისთვის მხოლოდ საკუთარი პარტიისა და საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა–ძალა ერთობაშია" შემავალი ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა და მანდატი აქვს.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებზე ძლიერი და მეტად პოპულარული კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა, ის თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის ალბათობას არც კი განიხილავს. მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
„ქართული ოცნება" არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდი ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 48%-ის მიღებას აპირებს.