ბაზაძის დასანანი მარცხი - ქართველი მოფარიკავე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

© FB/ Fencing-Federation-of-Georgiaსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
ქართველი მოფარიკავე დაძაბულ ბრძოლაში გამოცდილ უნგრელ სპორტსმენთან დამარცხდა. სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად შეხვედრას თბილისის დროით 15:20 საათზე გამართავს.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალურ ეტაპზე დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ ორი ეგვიპტელი სპორტსმენის - მოჰაბ სამერის და ზიად ელ სისის დამაცხების შემდეგ ბაზაძემ მეოთხედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს უძლიერესი მოფარიკავე სამხრეთ კორეელი სანგუკ ოჰიც დაამარცხა. მიუხედავად საჩემპიონო განწყობისა, სანდრომ უნგრელი არონ სილადის დამარცხება ვეღარ მოახერხა.
ლუხუმ ჩხვიმიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
მარცხი დამატებით დროში - ლუხუმ ჩხვიმიანისთვის ოლიმპიადა დასრულდა
სანდრო ბაზაძემ შეხვედრა კარგად დაიწყო, საწყის წუთებში მან ზედიზედ სამი ქულა და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. გამოცდილმა უნგრელმა მოფარიკავემ სხვაობის შემცირება მალევე შეძლო. შესვენებაზე არონ სილადი სამქულიანი უპირატესობით (8:5) გავიდა.
შესვენების შემდეგ სანდრომ კვლავ ზედიზედ სამი ქულა მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის კულმინაციამდე სპორტსმენებმა ქულები რამდენჯერმე გაცვალეს, თუმცა 13:13-ზე უნგრელმა მოფარიკავემ მიყოლებით ორი ქულა მიითვალა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა (15:13). უნდა აღინიშნოს, რომ სანდრომ მსაჯების გადაწყვეტილება რამდენჯერმე გააპროტესტა, რის გამოც მან ერთი გაფრთხილებაც დაიმსახურა.
ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. ბაზაძე მესამე ადგილისთვის შეხვედრას თბილისის დროით 15:20 საათზე გამართავს, მისი მეტოქის ვინაობა კი რამდენიმე წუთში გაირკვევა.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.
ყველა ახალი ამბავი
0