https://sputnik-georgia.com/20210723/vin-afinansebs-socialur-qselebSi-kalaZis-reklamas-252405686.html
ვინ აფინანსებს სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნოდ კახა კალაძის რეკლამას
ვინ აფინანსებს სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნოდ კახა კალაძის რეკლამას
Sputnik საქართველო
მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად 2021 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა. 23.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-23T18:18+0400
2021-07-23T18:18+0400
2021-10-19T18:01+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252378268_0:0:1582:890_1920x0_80_0_0_92bd33c416144a1be91f82a212a41781.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება მისი პირადი სახსრებით ხდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოსთვის" წარმომადგენელმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ კალაძისთვის სარეკლამო ხარჯების გაღების შესახებ, რომელიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად 2021 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე წარადგინა. ნონიაშვილის თქმით, დედაქალაქის მერია პიარ-კამპანიისთვის წელიწადში 5 მლნ ლარს ხარჯავს, საიდანაც 400 ათასი კალაძის პირადი გვერდის რეკლამას ხმარდება.„პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.მერიაში განმარტავენ იმასაც, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს – 137.139,41 ლარი; 2019 წელს – 143.590,42 ლარი; 2020 წელს – 58.117 ლარი; 2021 წელს – 15.028 ლარი.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ცესკო ასევე დაითვლის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხმებს და თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
https://sputnik-georgia.com/20210722/meti-sicocxle-yvela-ubanshi-kalazem-saarchevno-slogani-waradgina-252391901.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252378268_245:0:1582:1003_1920x0_80_0_0_b5a67da3ea48dabeb25a8fb6fad29cd1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
ვინ აფინანსებს სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნოდ კახა კალაძის რეკლამას
18:18 23.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად 2021 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება მისი პირადი სახსრებით ხდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოსთვის" წარმომადგენელმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ კალაძისთვის სარეკლამო ხარჯების გაღების შესახებ, რომელიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად 2021 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე წარადგინა. ნონიაშვილის თქმით, დედაქალაქის მერია პიარ-კამპანიისთვის წელიწადში 5 მლნ ლარს ხარჯავს, საიდანაც 400 ათასი კალაძის პირადი გვერდის რეკლამას ხმარდება.
„პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მერიაში განმარტავენ იმასაც, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს – 137.139,41 ლარი; 2019 წელს – 143.590,42 ლარი; 2020 წელს – 58.117 ლარი; 2021 წელს – 15.028 ლარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ცესკო ასევე დაითვლის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხმებს და თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.