https://sputnik-georgia.com/20210722/meti-sicocxle-yvela-ubanshi-kalazem-saarchevno-slogani-waradgina-252391901.html
„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“: კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა
„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“: კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა
Sputnik საქართველო
2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კალაძის საარჩევნო სლოგანი იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი". 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T16:37+0400
2021-07-22T16:37+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376401_0:79:1978:1193_1920x0_80_0_0_ef50ab9b7f3218a68fe3ae8b185d7a31.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას.საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე 20 ივლისს დაასახელა. ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს დედაქალაქის მერობის პოსტზე მეორე ვადით იბრძოლებს. 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს თბილისს სჭირდება მეტი განვითარება, რეკრეაციული სივრცეები, ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში.თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ გამოცხადებული ნდობისთვის და ხაზი გაუსვა საარჩევნო ბრძოლაში თბილისელების მხარდაჭერის მნიშვნელობას.„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომ მომცა შესაძლებობა ჩავერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ისევ ვიბრძოლო თბილისის მერობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ამ ოთხი წლის მანძილზე ვგრძნობ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მოქმედმა მერმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. 2012 წელს ის პარლამენტის დეპუტატი, რამდენიმე თვის შემდეგ კი ენერგეტიკის მინისტრი გახდა. 2017 წლის შემოდგომაზე კალაძე თბილისის მერად პირველად აირჩიეს.2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა. კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.თავად მმართველ პარტიაში ასეთი სცენარი საერთოდ არ განიხილება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერის მოპოვების იმედი აქვს.
https://sputnik-georgia.com/20210720/maqvs-sanukvari-ocneba-ra-gegmebi-aqvs-kalaZes-252375198.html
https://sputnik-georgia.com/20210722/arvelaZe-gaxarias-partiis-kandidati-Tbilisis-meris-postze-252390429.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376401_311:0:1978:1250_1920x0_80_0_0_2a2a035ea5bc0dfdc09b1389a5be1ae6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“: კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა
16:37 22.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კალაძის საარჩევნო სლოგანი იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი".
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას.
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე 20 ივლისს დაასახელა. ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს დედაქალაქის მერობის პოსტზე მეორე ვადით იბრძოლებს. 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს თბილისს სჭირდება მეტი განვითარება, რეკრეაციული სივრცეები, ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში.
„ჩვენი სლოგანი ემყარება იმას, რომ გვინდა მეტი საქმის კეთება, მეტი გამწვანება, რეკრეაციული სივრცეები, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გვინდა უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტი საბავშვო ბაღი ავაშენოთ. მზად ვარ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაო, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენი თბილისის ყველა უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ გამოცხადებული ნდობისთვის და ხაზი გაუსვა საარჩევნო ბრძოლაში თბილისელების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომ მომცა შესაძლებობა ჩავერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ისევ ვიბრძოლო თბილისის მერობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ამ ოთხი წლის მანძილზე ვგრძნობ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მოქმედმა მერმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. 2012 წელს ის პარლამენტის დეპუტატი, რამდენიმე თვის შემდეგ კი ენერგეტიკის მინისტრი გახდა. 2017 წლის შემოდგომაზე კალაძე თბილისის მერად პირველად აირჩიეს.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.
კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
თავად მმართველ პარტიაში ასეთი სცენარი საერთოდ არ განიხილება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერის მოპოვების იმედი აქვს.