https://sputnik-georgia.com/20210723/tbilisshi-kirim-kongos-cxelebit-qali-gardaicvala-252407174.html
თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელებით 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა
თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელებით 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ექიმების თქმით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა. ქალი თბილისში ახალციხიდან ორი დღის წინ გადმოიყვანეს. 23.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-23T20:50+0400
2021-07-23T20:50+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251759944_0:194:1920:1280_1920x0_80_0_0_d83700d4d3382a90be7f12b56bc21ea0.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 49 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი თბილისში ახალციხის კლინიკიდან ორი დღის წინ გადმოიყვანეს. იგი მკურნალობას ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.ექიმების განმარტებით, საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტის მდგომარება საკმაოდ მძიმე იყო, აღენიშნებოდა მრავალმხრივი გართულებები, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ყირიმ-კონგოს ცხელება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. დაავადება იწყება ტემპერატურის მატებით, კანზე, თვალებსა და ლორწოვან გარსზე ვითარდება სისხლჩაქცევები.დაავადების სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება: ტემპერატურის მატებასთან ერთად მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება, ფოტოფობია (სინათლისადმი მგრძნობელობა). შეიძლება განვითარდეს პირღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელსა და ყელში, რომელსაც მოსდევს განწყობის ხშირი ცვლა და ცნობიერების აღრევა.ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნება შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით, დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილის ლოკალიზება მარჯვენა ზედა ნაწილში მოხდეს.ყირიმ-კონგოს დაავადების სხვა ნიშნებია: ტაქიკარდია (გაძლიერებული გულისცემა), ლიმფური კვანძების გაზრდა, გამონაყარი პირში, ყელში ან კანზე. ჩვეულებრივ, შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები. მძიმედ დაავადებულ ადამიანებში მეხუთე დღის შემდეგ შეიძლება სწრაფად გაუარესდეს თირკმელების ფუნქციების მუშაობა და განვითარდეს მოულოდნელი ღვიძლის ან ფილტვის უკმარისობა.
https://sputnik-georgia.com/20210601/zafxulis-daavadebebi-245899905.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251759944_0:74:1920:1280_1920x0_80_0_0_10375f29cb8c22f2826fa69878b79319.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელებით 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა
20:50 23.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ექიმების თქმით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა. ქალი თბილისში ახალციხიდან ორი დღის წინ გადმოიყვანეს.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 49 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი თბილისში ახალციხის კლინიკიდან ორი დღის წინ გადმოიყვანეს. იგი მკურნალობას ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
ექიმების განმარტებით, საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტის მდგომარება საკმაოდ მძიმე იყო, აღენიშნებოდა მრავალმხრივი გართულებები, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma).
ყირიმ-კონგოს ცხელება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. დაავადება იწყება ტემპერატურის მატებით, კანზე, თვალებსა და ლორწოვან გარსზე ვითარდება სისხლჩაქცევები.
დაავადების სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება: ტემპერატურის მატებასთან ერთად მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება, ფოტოფობია (სინათლისადმი მგრძნობელობა). შეიძლება განვითარდეს პირღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელსა და ყელში, რომელსაც მოსდევს განწყობის ხშირი ცვლა და ცნობიერების აღრევა.
ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნება შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით, დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილის ლოკალიზება მარჯვენა ზედა ნაწილში მოხდეს.
ყირიმ-კონგოს დაავადების სხვა ნიშნებია: ტაქიკარდია (გაძლიერებული გულისცემა), ლიმფური კვანძების გაზრდა, გამონაყარი პირში, ყელში ან კანზე. ჩვეულებრივ, შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები. მძიმედ დაავადებულ ადამიანებში მეხუთე დღის შემდეგ შეიძლება სწრაფად გაუარესდეს თირკმელების ფუნქციების მუშაობა და განვითარდეს მოულოდნელი ღვიძლის ან ფილტვის უკმარისობა.