ოლიმპიადა და ტოკიო: პრობლემები ყველა თამაშების დროს იყო

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / ფოტობანკში გადასვლაოლიმპიადა ტოკიოში
ოლიმპიადა ტოკიოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
23 ივლისს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა იხსნება, რომელიც გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, რომ არა კორონავირუსის პანდემია.
იური ალემანოვი Sputnik-სთვის
ოლიმპიადაში მსოფლიოს 206 ქვეყნის 12,5 ათასი სპორტსმენი მონაწილეობს. პროგრამაში წარმოდგენილია სპორტის 33 სახეობა, რომლებშიც 339 ოლიმპიური მედალი გათამაშდება.

ტოკიოს პირველი ოლიმპიადა და ომი

იაპონიამ ოლიმპიადის ჩატარება პირველად 1940 წლის თამაშების წინ გადაწყვიტა. იმ წელს ქვეყანა 2600 წლის იუბილეს აღნიშნავდა და ამაში ერთგვარი სიმბოლიზმი იკითხებოდა. დამატებითი წინაპირობა იყო იაპონელების პროგრესი, რომლებმაც 1932 წელს მედლების რაოდენობით მეხუთე ადგილი დაიკავეს.
ოლიმპიური თამაშები - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
ტოკიოში ოლიმპიადა შესაძლოა გაუქმდეს - ორგანიზატორების განცხადება
იაპონიის საორგანიზაციო კომიტეტი აგრესიულად და საქმიანად მოქმედებდა: სპორტსმენებისა და მათი დელეგაციების გაცნობითი მოგზაურობებისთვის ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი გამოყო, მოელაპარაკა ევროპის ბევრ ლიდერს, რომ კენჭისყრაზე ხმა სწორედ იაპონიისთვის მიეცათ. ბენიტო მუსოლინიც კი დაითანხმეს, მოეხსნა რომის კანდიდატურა — ოლიმპიადის შემდეგი მასპინძელი ქვეყნის არჩევისას იტალიისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ.
შედეგად, 1936 წლის ზაფხულში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თამაშების ჩატარება იაპონიას მიანდო: ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში უნდა გამართულიყო, ზამთრისა — საპოროში.
მაგრამ პრობლემები თითქმის მაშინვე დაიწყო. იაპონელები ეწინააღმდეგებოდნენ ოლიმპიური ცეცხლის ჩინეთის გავლით გატარებას და კომპრომისის სახით წამოაყენეს წინადადება, ცეცხლი ქვეყანაში სამხედრო თვითმფრინავით ან ხომალდით ჩაეტანათ.  
პრობლემები შეიქმნა ინფრასტრუქტურის კუთხითაც. ტიკიოს სასტუმროები არ ჰყოფნიდა ყველა სტუმრის განსათავსებლად, ამასთან ვერც ცენტრალური არენის ასაგები ადგილის მოძებნა ხერხდებოდა. ესა და კიდევ სხვა წვრილმანი უსიამოვნებები ხელს უშლიდა იაპონიაში თამაშების ჩატარებას, თუმცა ოლიმპიადაზე უარის უმთავრეს მიზეზად ჩინეთ–იაპონიის ომი და ტურნირის დაფინანსების შემცირება იქცა. და ოლიმპიადა სასწრაფოდ გადაიტანეს ჰელსინკიში.
ქართველი ოლიმპიელები ტოკიოს აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ქართველი სპორტსმენები ტოკიოს აეროპორტში რამდენიმე საათი დააყოვნეს

1964 წლის ოლიმპიადა

იაპონია სწრაფად გაუმკლავდა ომის შედეგებს და კვლავ დაუბრუნდა ოლიმპიადის ჩატარების იდეას 1964 წელს. ქვეყანაში მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და რამდენიმე წელში ქოხმახების ადგილზე სპორტული ქალაქები გაჩნდა. გარდა ამისა, აიგო სარკინიგზო ხაზები, მეტროს ახალი სადგურები, ხოლო სპორტული ასპარეზობები პირველად გადაიცემოდა თანამგზავრით.
ოლიმპიური ცეცხლის დანთება, ნაცვლად ცნობილი სპორტსმენისა, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა, სტუდენტ იოსინორი საკაის მიანდეს. ყმაწვილი 1945 წლის 6 აგვისტოს იყო დაბადებული ჰიროსიმასთან ახლოს — სწორედ იმ დღეს, როდესაც ამერიკელებმა ატომური ბომბი ჩამოაგდეს ქალაქში. აღნიშნული ჟესტი ომის შემდგომ ქვეყნის აღორძინების სიმბოლო იყო.
ოლიმპიადა–64 მაღალ დონეზე ჩატარდა და ყველა გაახარა, გარდა თავად იაპონელებისა. სტუმრებისთვის რომ ესიამოვნებინა, იაპონიის ხელისუფლება საცხოვრებელ სახლებს ანგრევდა და მათ ადგილზე სპორტულ ობიექტებს აგებდა. თამაშების ორგანიზებაზე დანახარჯებმა თითქმის სამჯერ გადააჭარბა დადგენილ ბიუჯეტს. ადამიანები კარგავდნენ სამსახურებს, გამონაბოლქვისგან ზიანდებოდა ეკოლოგია, ბევრ წყალსაცავში ცურვა და თევზაობაც კი აიკრძალა. ქუჩებში 200 ათასამდე ძაღლი და კატა დაიჭირეს და დახოცეს.
ოლიმპიადის პოსტერები - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
დასახელდა ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები

კოლოსალური ხარჯები, კორუფცია, პროტესტები და პანდემია

დღეს მთავარი პრობლემა ოლიმპიადის ორგანიზებისას სიძვირეა. უახლოეს პერსპექტივაში ცოტა ქვეყანა თუ მოისურვებს მსგავსი მასშტაბის ტურნირის ჩატარებას. იაპონელებმა, გაითვალისწინეს რა 1964 წლის გაკვეთილი, ხარჯები შეამცირეს. გაცხადებული 42 ობიექტიდან მხოლოდ რვა არის ახალი, ხოლო ათი — დროებითი. ოლიმპიური თამაშების საერთო ხარჯები, რომლებიც იაპონიის ხელისუფლებამ გაიღო, 15,4 მლრდ დოლარია. გარდა ამისა, უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის კიდევ 900 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
მოულოდნელი პრობლემა მაშინ წამოიჭრა, როდესაც საფრანგეთის პოლიციამ იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელ ცუნეკაძუ ტაკედეს ბრალი წაუყენა ქრთამის მიცემაში (სავარაუდოდ, 2 მლნ დოლარი), რათა კენჭისყრაში ტოკიოს გამარჯვება უზრუნველეყო. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოძიება დაიწყო, ხოლო სამი თვის შემდეგ ტაკედამ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.
მეორე პრობლემაა მუშახელის უკმარისობა. ოლიმპიადისთვის ობიექტების მომზადების დროს ორი სიკვდილი დაფიქსირდა —  ზედმეტი მუშაობის გამო. ექსპერტების ვარაუდით, 2025 წლისთვის იაპონია შეიძლება მუშების დეფიციტს შეეჯახოს.
და ყველაზე აშკარა პრობლემა — პანდემია. გამოკითხვის თანახმად, იაპონიის მოსახლეობის 80% ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგია. ადამიანები საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ, მაგრამ ორგანიზატორებს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. პანდემიის გამო ეს ოლიმპიადა განსაკუთრებული იქნება. დაჯილდოებაზე დამსწრეთა რაოდენობა სოლიდურად შემცირდება. სპორტსმენები ვალდებული არიან, გამუდმებით ატარონ ნიღბები, გულშემატკივრებს ურჩევენ, თავი შეიკავონ შეძახილებისგან და მხოლოდ აპლოდისმენტებით დაკმაყოფილდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური