დასახელდა ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები

© AP Photo / Kiichiro Satoოლიმპიადის პოსტერები
ოლიმპიადის პოსტერები - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად თითოეულ გუნდს ორ-ორი მედროშე ეყოლება.
ოლიმპიადის რგოლები ტოკიოში - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
რამხელა ჯილდოს მიიღებს ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონი - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება
ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენი ქალია, რომელსაც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული. 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი აიღო სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 25 მ დისტანციაზე და იქვე გახდა ვერცხლის პრიზიორი პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მეცხრე (!) იქნება კარიერაში.
ტალახაძე - რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის (2016) ჩემპიონია; მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (ზედიზედ) და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (ზედიზედ); ძალოსნობაში ყველა მსოფლიო რეკორდის მოქმედი მფლობელი (თავის წონით კატეგორიაში).
ათვლა დაიწყო: 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადამდე ერთი კვირა დარჩა >>
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მედროშე მოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება.
XXXII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სპორტის 11 სახეობაში 35 ათლეტი წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0