ნიკა მელია თბილისის მერობის, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია

© AP Photo / STRINGERნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიას კანდიდატურას რამდენიმე ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა საზოგადოებისთვის სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
„დღეს მე ვდგავარ თქვენ წინაშე და ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ – ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია. ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას განცხადებით, უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად მაჟორიტარ კანდიდატებს ქვეყნის არც ერთ რაიონში არ დააყენებს და მხარს მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ოპოზიციური მოძრაობა „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, ვიცე-მერობის კანდიდატი კი „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. 
წინასაარჩევნო რეკლამა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
თბილისის მერის არჩევნები - მოძებნის თუ არა ოპოზიცია კახა კალაძის საპირწონეს
ნიკა მელია თბილისის მერობის არჩევნებში მეორედ მონაწილეობს. 2014 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ნარმანიასთან ბრძოლაში ხმების 27%-ით მეორე ტურში დამარცხდა.
უკვე ცნობილია, რომ ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვერ იქნება – „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ამ დროისათვის მხოლოდ საკუთარი პარტიისა და საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია" შემავალი ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა და მანდატი აქვს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ცესკო ასევე დაითვლის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხმებს და თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მმართველი პარტია, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებზე ძლიერი და მეტად პოპულარული კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის ალბათობას არც კი განიხილავს. მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
„ქართული ოცნება" არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდი ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 48%-ის მიღებას აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური