„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“: კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა

© photo : press-service of the Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კალაძის საარჩევნო სლოგანი იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი".
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას.
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. 
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
„მაქვს სანუკვარი ოცნება“ – რა გეგმები აქვს კახა კალაძეს
მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე 20 ივლისს დაასახელა. ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს დედაქალაქის მერობის პოსტზე მეორე ვადით იბრძოლებს. 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს თბილისს სჭირდება მეტი განვითარება, რეკრეაციული სივრცეები, ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში.
„ჩვენი სლოგანი ემყარება იმას, რომ გვინდა მეტი საქმის კეთება, მეტი გამწვანება, რეკრეაციული სივრცეები, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გვინდა უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტი საბავშვო ბაღი ავაშენოთ. მზად ვარ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაო, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენი თბილისის ყველა უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ გამოცხადებული ნდობისთვის და ხაზი გაუსვა საარჩევნო ბრძოლაში თბილისელების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომ მომცა შესაძლებობა ჩავერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ისევ ვიბრძოლო თბილისის მერობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ამ ოთხი წლის მანძილზე ვგრძნობ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 
არჩილ არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
თავდამსხმელი VS მცველი: ვინ იქნება გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი
თბილისის მოქმედმა მერმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. 2012 წელს ის პარლამენტის დეპუტატი, რამდენიმე თვის შემდეგ კი ენერგეტიკის მინისტრი გახდა. 2017 წლის შემოდგომაზე კალაძე თბილისის მერად პირველად აირჩიეს.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა. 
კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
თავად მმართველ პარტიაში ასეთი სცენარი საერთოდ არ განიხილება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერის მოპოვების იმედი აქვს.
 
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური