ბათუმში სახლიდან გადამხტარი ახალგაზრდა მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ახალგაზრდა ბათუმელი მამაკაცი, რომელიც ამ დილით ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადახტა, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 21 ივლისს, ღამით ბრალდებულმა კონფლიქტის დროს ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა კაფე-ბარის დაცვის 56 წლის თანამშრომელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
სპეცოპერაცია ბათუმში – სავარაუდო მკვლელი თვითმკვლელობით იმუქრებოდა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასმედიის ინფორმაციით, დღეს ახალგაზრდა მამაკაცმა თავის სახლთან პოლიციელები შენიშნა და სახლში ჩაიკეტა. შემდეგ ის მეორე სართულიდან გადახტა. დაცემისას მან უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო და სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0