სპეცოპერაცია ბათუმში – სავარაუდო მკვლელი თვითმკვლელობით იმუქრებოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, შესაძლოა, ბათუმის ძველ ბულვარში ღამით მომხდარი მკვლელობის მონაწილეა, მრავალსართული სახლის ფანჯრიდან გადახტა.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე თვითმკვლელობის აღკვეთის მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მრავალსართულიანი სახლის მეორე სართულიდან გადახტომით იმუქრებოდა. მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს და ის გადახტა.
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ბათუმში ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს
თუმცა დაცემისას მან უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შსს ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
ინციდენტის დეტალებზე ინფორმაციას ტელეარხი „მთავარი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდამ ბინის კარი ჩაკეტა და არავის უშვებდა შიგნით. ამასობაში პოლიციამ სახლთან გასაბერი ლეიბი მიიტანა და ასე შეძლო ახალგაზრდის გადარჩენა.
ეს ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ღამით მომხდარი მკვლელობის მონაწილეა, როდესაც ბათუმის ძველ ბულვარში ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის წევრი სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0