კორუფციაში მხილებულ „წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
დანაშაულებრივი ქმედებების გამო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამშენებლო პროექტები უხარისხოდ სრულდებოდა და კომპანიის ფული არამიზნობრივად იხარჯებოდა.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (UWSCG) სამ თანამშრომელს, რომლებიც ქრთამის აღებაში არიან ბრალდებული, პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულები ალექსანდრე ბატიაშვილი, ირაკლი სირაძე და მიხეილ ჭაბაშვილი ქრთამის აღების ორ ეპიზოდში ფიგურირებენ. გამოძიების მონაცემებით, მათ აიღეს ქრთამი 70 ათასი და 3,8 ათასი ლარის ოდენობით.
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომელმაც სასამართლოს მოწმეებზე ზეწოლისა და სამხილების განადგურების საფრთხის გამო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
სუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ტენდერების „ჩაწყობისთვის“ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლები დააკავეს
დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ისინი უდანაშაულონი არიან.
ბატიაშვილის, სირაძისა და ჭაბაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი ოთხშაბათს, დილით გახდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მტკიცებით, ბრალდებულები სისტემატურად შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში UWSCG-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე კომპანიებთან და სანაცვლოდ თითოეული პროექტის ღირებულების 2%-ს იღებდნენ.
გარდა ამისა, ისინი აღნიშნულ კომპანიებში მაღალ თანამდებობებზე ასაქმებდნენ თავიანთ ახლობლებს და აქედანაც შემოსავალს იღებდნენ.
დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად UWSCG-ის სამშენებლო პროექტები უხარისხოდ სრულდებოდა და კომპანიის ფული არამიზნობრივად იხარჯებოდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
 
ყველა ახალი ამბავი
0