ილია მეორემ პატრიარქ კირილს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

© Sputnik / STRINGERსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებ 34 წლის ზაზა გახელაძეს ცხინვალში „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფისა“ და „საზღვრის უკანონო კვეთის“ მუხლებით 12 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ და მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქმა კირილმა ცხინვალის ციხიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ერთმანეთს წერილებით მიმართეს.
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია
პატრიარქმა კირილმა დაადასტურა, რომ მიიღო მიმდინარე წლის 24 ივნისს ილია მეორის მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც ის ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში ხელშეწყობას სთხოვდა, რომელიც უკვე ერთი წელი ცხინვალის საპატიმროში იმყოფებოდა. საპასუხო გზავნილში პატრიარქმა კირილმა დაწერა, რომ ამგვარი საკითხის გადაწყვეტა მარტივი არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი მხრიდან ამ თხოვნის შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდა.
„ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან. გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას“, – ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პატრიარქმა, თავის მხრივ, მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქს მადლობის წერილი გაუგზავნა.
„გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის  გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა. ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევს მოსახლეობაში“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში.
გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხესთან, გამყოფი ზოლის მიმდებარედ დააკავეს. ცხინვალის ვერსიით, გახელაძემ მიმალვა სცადა და სამხედროების მისამართით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა. ცხინვალში მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ადგილობრივმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფასა“ და „საზღვრის უკანონო კვეთაში“.
შეხვედრა ერგნეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
მეასე შეხვედრა ერგნეთში: რა განიხილეს ცხინვალის და თბილისის წარმომადგენლებმა
გახელაძის განაჩენმა საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მისი გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა ყველა ფორმატის შეხვედრაზე თბილისისა და მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის.
დაკავებულის ოჯახი მასთან შეხვედრას მოითხოვდა და საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლითაც კი იმუქრებოდა. გახელაძის ციხეში ყოფნის პერიოდში მისმა ნათესავებმა მისი მონახულება მხოლოდ ერთხელ შეძლეს – წითელი ჯვრის დახმარებით.
გახელაძის გათავისუფლების საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც ჩაერთო. მან მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილს თხოვნით მიმართა, ეშუამდგომლა გახელაძის გათავისუფლების საკითხში. ცხინვალში განაცხადეს, რომ გახელაძის გათავისუფლების საკითხი პატრიარქ კირილის მიმართვის საპასუხოდ გადაწყდა.
გახელაძეს, როდესაც ის ქართულ მხარეს გადმოსცეს, დახვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გორისა და ატენის ეპისკოპოსი, მამა ანდრია.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური