მეასე შეხვედრა ერგნეთში: რა განიხილეს ცხინვალის და თბილისის წარმომადგენლებმა

© photo: European Union External Actionშეხვედრა ერგნეთში
შეხვედრა ერგნეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
შეხვედრას ესწრებოდნენ ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი და საგარეო მოქმედებათა ევროპის სამსახურის უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორი ჯოანეკე ბალფურტი.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოსა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ ვერ მიაღწიეს კონკრეტულ შედეგებს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ მორიგ, მეასე შეხვედრაზე.

შეხვედრა ერგნეთში სამშაბათს გაიმართა ტრადიციულად ევროკავშირისა და ეუთოს შუამავლობით, ბოლო მოლაპარაკებები ამ ფორმატში 2021 წლის აპრილში შედგა.

ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვევა

მხარეებმა განიხილეს გამყოფ ხაზზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ძირითად თემებზე შეთანხმება ვერ შედგა.

ამჯერად შეხვედრას ესწრებოდნენ ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი და საგარეო მოქმედებათა ევროპის სამსახურის უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორი ჯოანეკე ბალფურტი (Joanneke Balfoort). მათ აღნიშნეს ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხების კონსტრუქციული და პრაგმატული გადაწყვეტის საჭიროება.

დამკვირვებლების შეფასებით, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ვითარებაში გაიმართა და შეეხო ყველა იმ საკითხს, რომლებიც მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანია ადგილებზე სტაბილურობის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

თბილისის და ცხინვალის პოზიციები

თბილისის მხარე ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ ვითარებას და დაკავებული მოქალაქეების საკითხებს შეეხო.

„განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს თარიღი ცნობილი გახდება“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრა ერგნეთში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გარღვევის გარეშე: რაზე ისაუბრეს ერგნეთში თბილისის და ცხინვალის წარმომადგენლებმა

თავის მხრივ, ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენელი ეგორ კოჩიევი შეეხო სოფელ ჩორჩანაში არსებულ პოლიციის საგუშაგოს საკითხს, რასაც ცხინვალი უკანონოს უწოდებს.

ქართული მხარის შეხვედრები ცალ-ცალკე სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით 2009 წლიდან იმართება. საქართველომ ამ ტერიტორიებზე კონტროლი შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა და იქ თავისი სამხედრო ბაზები განათავსა. თბილისისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თანაც მშვიდობიანი გზით.

 

ყველა ახალი ამბავი
0