https://sputnik-georgia.com/20210714/zaza-gaxelaZe-cxonvalis-cixeSi-erTwliani-patimrobis-Semdeg-Tavisufalia-252320962.html
ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია
ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია
Sputnik საქართველო
გახელაძის გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა ყველა ფორმატის შეხვედრებზე თბილისსა და მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის. 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T19:18+0400
2021-07-14T19:18+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250994761_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_c5a1fa8e4d4e99ca4e2ce63680c3e7c5.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა.ამ სიახლეს სოციალურ ქსელში უამრავი პოზიტიური კომენტარი მოყვა და ის დღის მოვლენად იქცა.გავრცელებული ინფორმაციით, გახელაძე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეიწყალა.გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხესთან გამყოფი ზონის მიმდებარედ დააკავეს. ცხინვალის ვერსიით, გახელაძემ მიმალვა სცადა და სამხედროების მისამართით დაახლოებით 10 გასროლა განახორციელა. ცხინვალში მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ადგილობრივმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფასა“ და „საზღვრის უკანონო კვეთაში“.გახელაძის განაჩენმა საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მისი გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა ყველა ფორმატის შეხვედრებზე თბილისსა და მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის.დაკავებულის ოჯახი მასთან შეხვედრას მოითხოვდა და საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლითაც კი იმუქრებოდა. გახელაძის ციხეში ყოფნის პერიოდში მისმა ნათესავებმა მისი მონახულება მხოლოდ ერთხელ შეძლეს - წითელი ჯვრის დახმარებით.გუშინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 101-ე სხდომა გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გახელაძის საქმეში წინსვლა შეინიშნებოდა.
https://sputnik-georgia.com/20210616/mease-Sexverdra-ergneTSi-ra-ganixiles-cxonvalis-da-Tbilisis-warmomadgenlebma-252032641.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250994761_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_fd503be90c1f7eb4365989ed44492e17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია
19:18 14.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) გახელაძის გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა ყველა ფორმატის შეხვედრებზე თბილისსა და მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა.
„ზაზა გახელაძე თავისუფალია“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ზე.
ამ სიახლეს სოციალურ ქსელში უამრავი პოზიტიური კომენტარი მოყვა და ის დღის მოვლენად იქცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გახელაძე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეიწყალა.
გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხესთან გამყოფი ზონის მიმდებარედ დააკავეს. ცხინვალის ვერსიით, გახელაძემ მიმალვა სცადა და სამხედროების მისამართით დაახლოებით 10 გასროლა განახორციელა. ცხინვალში მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ადგილობრივმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფასა“ და „საზღვრის უკანონო კვეთაში“.
გახელაძის განაჩენმა საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მისი გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა ყველა ფორმატის შეხვედრებზე თბილისსა და მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის.
დაკავებულის ოჯახი მასთან შეხვედრას მოითხოვდა და საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლითაც კი იმუქრებოდა. გახელაძის ციხეში ყოფნის პერიოდში მისმა ნათესავებმა მისი მონახულება მხოლოდ ერთხელ შეძლეს - წითელი ჯვრის დახმარებით.
გუშინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 101-ე სხდომა გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გახელაძის საქმეში წინსვლა შეინიშნებოდა.