https://sputnik-georgia.com/20210721/goris-merobisTvis-qarTuli-ocnebis-saxeliT-olimiuri-Cempioni-ibrZolebs-252384244.html
გორის მერობისთვის „ქართული ოცნების“ სახელით ოლიმპიური ჩემპიონი იბრძოლებს
გორის მერობისთვის „ქართული ოცნების“ სახელით ოლიმპიური ჩემპიონი იბრძოლებს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ხინჩეგაშვილის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილებოდა. სახელოვანი სპორტსმენი და მისი ოჯახი წარმოშობით გორიდანაა. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T19:26+0400
2021-07-21T19:26+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23657/67/236576746_0:0:3564:2014_1920x0_80_0_0_30d4ebc2893b7e17ecd28363acc11cc0.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გორის მერობის კანდიდატად თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონს ლადო (ვლადიმერ) ხინჩეგაშვილს წარადგენს, ინფორმაციას პირად წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ტელეარხი „ფორმულა“.საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მოსახლეობა მერებს და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს. ცესკო ასევე შეაჯამებს კენჭისყრის შედეგებს პარტიების მიხედვით და თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოაგროვებს ხმების 43%-ს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.ტელეარხის ინფორმაციით, ხინჩეგაშვილის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილებოდა. სპორტსმენი და მისი ოჯახი წარმოშობით გორიდანაა.„ქართულ ოცნებაში“ არც დაადასტურეს, მაგრამ არც უარყვეს ხმები ხინჩეგაშვილის კანდიდატურის შესახებ. პარტიაში აღნიშნეს, რომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.ლადო ხინჩეგაშვილი - რიო-დე-ჟანეიროს (2016) ოლიმპიური ჩემპიონია 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში და ლონდონის თამაშების (2012) ვერცხლის პრიზიორია 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში. თავისუფალი სტილით ქართველი მოჭიდავის ანგარიშზეა ასევე გამარჯვება 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე და სამი უმაღლესი ჯილდო კონტინენტურ პირველობებზე.
https://sputnik-georgia.com/20210720/Zaladoba-da-siZulvili-klavs-Cvens-qveyanas-ra-uTxra-kalaZem-Jurnalistebs-252374988.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23657/67/236576746_0:0:3564:2240_1920x0_80_0_0_ad19a8836503734bcff167ab6481ed40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
გორის მერობისთვის „ქართული ოცნების“ სახელით ოლიმპიური ჩემპიონი იბრძოლებს
19:26 21.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) გავრცელებული ინფორმაციით, ხინჩეგაშვილის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილებოდა. სახელოვანი სპორტსმენი და მისი ოჯახი წარმოშობით გორიდანაა.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გორის მერობის კანდიდატად თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონს ლადო (ვლადიმერ) ხინჩეგაშვილს წარადგენს, ინფორმაციას პირად წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ტელეარხი „ფორმულა“.
საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მოსახლეობა მერებს და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს. ცესკო ასევე შეაჯამებს კენჭისყრის შედეგებს პარტიების მიხედვით და თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოაგროვებს ხმების 43%-ს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ტელეარხის ინფორმაციით, ხინჩეგაშვილის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილებოდა. სპორტსმენი და მისი ოჯახი წარმოშობით გორიდანაა.
„ქართულ ოცნებაში“ არც დაადასტურეს, მაგრამ არც უარყვეს ხმები ხინჩეგაშვილის კანდიდატურის შესახებ. პარტიაში აღნიშნეს, რომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.
ლადო ხინჩეგაშვილი - რიო-დე-ჟანეიროს (2016) ოლიმპიური ჩემპიონია 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში და ლონდონის თამაშების (2012) ვერცხლის პრიზიორია 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში. თავისუფალი სტილით ქართველი მოჭიდავის ანგარიშზეა ასევე გამარჯვება 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე და სამი უმაღლესი ჯილდო კონტინენტურ პირველობებზე.